დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მატიტელა
2012/03/05 13:52:37

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარეა მთელ საქართველოში, გზების პირას, საცხოვრებელი ბინების შემოგარენში, საძოვრებზე, ტყეებსა და ბუჩქნარებშიც კი ხარობს.

 

 

მატიტელა შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქარს, ფისებს, ფლაონურ გლიკოზიდ ავიკულარინს, ეთერზეთს და ალკალოიდებს ძალიან მცირე რაოდენობით, ვიტამინებს c და k, კაროტინსა და დიდი რაოდენობით სიცილიუმმჟავას, გარდა ამისა, მასში ნაპოვნია მიკროელემენტები: რკინა, მარგანეცი, სპილენძი, ვანადიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და ვერცხლი.

მატიტელას პრეპარატები სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში საშვილოსნოდან სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად გამოიყენება. მშობიარობის შემდგომ პერიოდსა და აბორტის შემდეგ სისხლდენის შემთხვევაში. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება შემკვრელ, შარდმდენ და სისხლშემადედებელ საშუალებად.

ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ მატიტელას წყლითა და სპირტით გამონაწვლილი ზრდის სისხლში შედედების უნარს, ამცირებს სისხლის წნევას, ადიდებს ფილტვების სუნთქვით ამპლიტუდას და ვენტილაციურ გაცვლას.

ასევე ხალხური მედიცინა მატიტელას იყენებს ყველა სახის გასტრიტის სამკურნალოდ. ჭრილობებზე იკეთებენ მატიტელას წვენის სველ საფენებს, რომელიც აწყნარებს და ხელს უწყობს გრანულაციას.

ფილტვების ანთების, ძლიერი ბრონქიტის და პლევრიტის დროს ავადმყოფს აძლევენ ჩაის შემდეგი ბალახების ნარევისაგან: ვირისტერფა - 5 გ და მატიტელა 5 გ.

კუჭაშლილობისას სვამენ მატიტელას ცხელ ნახარშს შვიტასთან შერევით. მატიტელას ორ ნაწილს იღებენ, შვიტას კი - ერთ ნაწილს და ხარშავენ მაგარ წითელ ღვინოში 3  წუთს, ცხელ მდგომარეობაში სვამენ 1/3-1/2 ჭიქის რაოდენობით ყოველ 4 საათში ერთხელ.

კენჭოვანი დაავადებების დროს მატიტელა აქტიურად შლის კენჭებს, ქვიშად აქცევს და გამოყოფს შარდთან ერთად. ასეთსავე შემთხვევაში გაოიყენება თანაბარი რაოდენობით, ერთმანეთში შერეული შემდეგი ბალახების ნარევი: მატიტელა, სიმინდის „ულვაში“, „უენო“ ლობიოს პარკები, ქაფუნა და დათვის კენკრას ფოთლები. ერთ დღეში მისაღებად იღებენ 15 გ. ამ ნარევს 200 გ მდუღარე წყალზე. ასეთნაირად მომზადებულ ჩაის ერთი დღის განმავლობაში სვამენ ნაწილ-ნაწილ. მატიტელათი წარმატებით მკურნალობენ არა მარტო კუჭის, არამედ - საშარდე ბუშტის კატარსაც.

თირკმელებისა და საშარდე ბუშტის ანთების შემთხვევაში მატიტელას გამოყენება საწინააღმდეგო ჩვენებით ხასიათდება და მისი მიღება დაუშვებელია, რადგან მატიტელაში არსებული სილიკატები თირკმლებს აღიზიანებს.   

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია