დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„კაცი გამოძახებით“ - ქუთაისელი ქალბატონებისათვის
2012/03/05 13:51:50

გლობალიზაცია იმაზე გაცილებით სწრაფად იკიდებს ფეხს დღევანდელ მსოფლიოში, ვიდრე სინათლის სხივი მოდის ამ დალოცვილ დედამიწამდე.  საუკუნეების წინ საქართველოში პატრიარქაი წყობილება იყო, ანუ მამაკაცის ბატონობა მეურნეობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მამაკაცის მთავარი ფუნქცია იყო საკვების მოპოვება და ამ მონაპოვრის დაცვა. ფაქტობრივად, უმრავლეს შემთხვევაში დღესაც ასეა. მამაკაცი არის მცველი და მომპოვებელი, მან უნდა მოიტანოს სარჩო, შეინახოს და გამოკვებოს ოჯახი. თუმცა ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის გამო მამაკაცებმა ფულის შოვნის სხვადასხვა ხერხი მოძებნეს, ზოგი ოჯახის გამოსაკვებად  საზღვარგარეთ წავიდა და იქ დაიწყო მუშაობა, ზოგი კიდე - ქვეყანაში დარჩა და სხვადასხვა საშუალებით ცდილობს ოჯახის რჩენას. აგერ, ერთმა ნაწილმა კი ფულის შოვნის სრულიად იოლი მეთოდი გამოძებნა და ახალი კომპანია ჩამოაყალიბა...

 

 

გაზეთი „P.S.“ გასულ კვირას ყველაზე სარფიანი და მომგებიანი კომპანიით დაინტერესდა. ამ კომპანიას „კაცი გამოძახებით“ ჰქვია, მასში რამდენიმე მამაკაცი მუშაობს და ერთი მოვალეობა აქვთ: ზარს დაელოდონ და გამოძახებაზე გავიდნენ. ქალ მეძავებს მამაკაცი კოლეგები გამოუჩნდნენ, ისინი საკუთარ სხეულს წუთობრივად აქირავებენ. საგაზეთო და სატელევიზიო რეკლამის დადებას ჯერ ვერ ბედავენ, მხოლოდ სოციალური ქსელებით და ფორუმებით შემოიფარგლებიან და ასეთ განცხადებას ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებენ:

„მხოლოდ ბიზნესია, ერთსაათიანი მომსახურება - 200 ლარი. მთელი ღამით - 500 ლარი, რომელშიც შედის მასაჟი. ჯერ ახალი კომპანია ვართ, მხოლოდ სამი კაცი გვყავს, თუ დაინტერესდებით ჩვენით, დაგვიკავშირდით ამ ნომერზე  5**  44 93 ** მხოლოდ 50 წლამდე ქალბატონები.“

გაზეთმა „P.S.“-მა გადაწყვიტა, ექპერიმენტი ჩაეტარებინა და აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე გოგონას დავარეკინეთ, მას პირობით სახელს - თიკას ვარქმევთ.

- გამარჯობა, მე თიკა ვარ, თქვენი შეტყობინეა წავიკითხე ერთ-ერთ ფორუმზე და დავინტერესდი მომსახურებით. აბა, რას მთავაზობთ? 

- გაგიმარჯოს, თიკა. მე გუგა მქვია, ჩვენთან მომსახურება სხვადასხვაფასიანია. სექსი ერთი საათი - 100 ლარი, მასაჟი პლუს 20 ლარი, ასევე ჩვენ კლიენტს ვთავაზობთ მასთან მთელი ღამით დარჩენას, რომელიც, თიკუ (გუგას ხმა ფამილარულად აჟღერდა. ი.ვ.), ძვირიანია და 400 ლარი ჯდება, მაგრამ შენ ხმაზე მომეწონე და შემიძლია 350 ლარში ჩაგატიო.

- ხო, მთელი ღამით მინდა, 28 წლის ვარ. წლების წინ გავთხოვდი და მალევე გამოვთხოვდი, მის შემდეგ კაცთან ურთიერთობა არ მქონია. რამდენი წლის ხარ და ასევე მაინტერესებს, რამდენი წელია, რაც ამ საქმით ხარ დაკავებული? ანუ იმიტომ გეკითხები, რომ მაინტერესებს, გამოცდლი ხარ თუ არა, იმიტომ, რომ კარგი პარტნიორი მინდა.

- ეს ჩემი ბიზნესია, ამით ვარჩენ ოჯახს (იცინის). ერთი წელია, რაც ვმუშაობ და ბევრი შენნაირი მორცხვი დამიკმაყოფილებია. მე შენზე ოდნავ უფროსი - 29 წლის ვარ, თითქმის ტოლები ვართ. ადგილი მითხარი, სად მოვიდე და დანარჩენი იქ გავაგრძელოთ, თიკუ, რაა.

- ფულს რომ ვიხდი, ფიზიკურადაც კარგი მინდა, რომ იყო. აბა, ამიღწერე შენი თავი.

- (გუგა იცინის), მე... მე საოცრება ვარ, ყველას მოვწონვარ, ვისთანაც მქონია ურთიერთობა. ვარ ახალგაზრდა, შავგვრემანი, ენერგიული, სიმპათიური მამაკაცი. წლების განმავლობაში სპორტში დავდიოდი და საკმაოდ დაკუნთული ვარ, მეტი რა გითხრა, ერთი წელია, რაც ამ საქმეზე ვმუშაობ და შემაქვს ოჯახში ფული. აუ, ეგრე არ მინდა საუბარი, ჩემთან  საუბარიც ფული ღირს. მითხარი, თუ გინდა, სად მოვიდე და მოვალ, ფულიც გაამზადე, რა თქმა უნდა.

 

სათქმელი მეტი აღარაფერი გვქონდა, თიკამ გამოუძახებლობის მიზეზად მაღალი ფასი მოიმიზეზა და ტელეფონი გაუთიშა. თუმცა რამდენიმე წუთში კვლავ დარეკა გუგამ და ფასის დაკლება შესთავაზა თიკას. რა თქმა უნდა, ეს ექსპერიმენტი იყო და პირობითად თიკად წოდებული არც დაკლებულ თანხას დათანხმდა. კლიენტდაკარგულმა გუგამ კი ტელეფონი გულის წყრომით დაკიდა.

რამდენად მისაღებია აღნიშნული სამსახურით ოჯახის რჩენა და არის თუ არა მამაკაცების უმრავლესობა მსგავსი მეთოდით ფულის შოვნის მომხრე? ჩვენ ამ კითხვით საშუალო ასაკის მამაკაცებს მივმართეთ.

გიორგი ჩხობაძე, ქუთაისის მკვიდრი:    „მეგლახავები, შვილო?! კაცი გამოძახებით კი არა, სახლში არ ვვარგივარ (იცინის). არა, არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი. მე სხვანაირ ოჯახში ვარ აღზრდილი და მშიერი რომ ვკვდებოდე, მაგას როგორ ვიზამ. კაცი, რომელიც ერთხელ მაინცაა ეკლესიაში ნამყოფი, მაგას არ იკადრებს. თბილისში რომ იყო მასეთი კაცები, ვიცოდი, მარა, აქაც თუ მომრავლდნენ, ეგ აღარ ვიცოდი. ისე შეურცხვა მასეთ ქალს სახელი, მაგენს რომ გამოიძახებს და აქეთ გადაუხდის ფულს.“

დათა  გუნცაძე, ქუთაისის მკვიდრი: „ახალგაზრდა ვარ, ვიმუშავებ, რატომ  არ ვიმუშავებ, მაგრამ ვინ დამირეკავს? ქუთაისში ისეთი  გოგოები ცხოვრობენ, ხელის გადახვევა რცხვენიათ და კაცს გამოიძახებენ?! ისე წარმომიდგენია, როგორი უნდა იყოს ფიზიკურად ქალი, კაცს რომ ფული გადაუხადოს სექსისთვის: ალბათ, საოცარი მახინჯი.“

გოგა კილაძე, ქუთაისში მცხოვრები: „როგორ უნდა გიჭირდეს ადამიანს ფინანსურად, რომ  მასეთ ადგილზე იმუშაო! თან მანდ დაგირეკავს ისეთი ქალი, სახეზეც რომ ვერ შეხედავ, ალბათ, ისეთი მახინჯი იქნება. არა, არ მინდა, შენი ჭირიმე. ოჯახი მყავს, შვილები, ახლა ეგ მინდა კიდეე? გადამერევა ცოლი.“

რამ განაპირობა ქართველი მამაკაცის ტრადიციული მენტალიტეტის სახეცვლილება, რას გრძნობს, როცა სხეულს ყიდის და არის თუ არა ეს მართლაც ეკონომიკური სიდუხჭირის პრობლემა? ჩვენ ამ კითხვებით ფსიქოლოგს მივმართეთ.

„ადამიანის ეგ გადაწყვეტილება, მეტყველებს მათ ზნეობრივ  და პიროვნულ განვითარებაზე. ჩვენი მენტალიტეტისა და კულტურისათვის ნამდვილად უცხოდ ითვლება აღნიშნული ქმედება ორივე მხარისათვის. თუმცა სხეულის გაყიდვას არ აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება ეს, თუ მამაკაცი, უზნეობაა. მე, როგორც ფსიქოლოგი, ვფიქრობ, რომ ეს არაა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, უბრალოდ, მამაკაცმა ასეთი გზა არჩია ფულის კეთების, ხოლო რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც მამაკაცი პარტნიორისათვის იხდის თანხას, ამ ადამიანებს, ალბათ, აქვთ არასრულფასოვნების შეგრძნება. შესაძლოა, გარკვეულწილად, ფიზიკური ნაკლიც, ან კიდევ - დიდი ასაკი აქვთ. კომპლექსების გამო ურჩევნიათ, დაიქირავონ უცხო პარტნიორი რამდენიმე საათით,“ - ამბობს ქუთაისელი ფსიქოლოგი მარინა სირბილაძე.

„სექსუალური სამსახური მთელს მსოფლიოში არსებობს და ის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც არის. ნებისმიერი ქმედება, რომელიც კანონიერია, დასაძრახი ნამდვილად არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ თემის აფიშირება და რეკლამირება უფრო დანაშაულია. არსებობენ სხვადასხვა სახის მამაკაცები, რომლებიც არიან სექსუალურად დაუკმაყოფილებლები, რადგან მათ აქვთ მოჭარბებული ჰორმონები, არ გამოვრიცხავ, რომ მათ ერთი პარტნიორი არ აკმაყოფილებთ და სწორედ ამიტომ დაინტერესდნენ მსგავსი ბიზნესით. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ  ეს ადამიანები სექსუალურად ავადმყოფები არ არიან,“ - გვითხრა თბილისში არსებული კლინიკა „ლიგას“ დირექტორმა, სექსოპათოლოგმა არჩილ გეგენავამ.

გაამართლებს თუ არა აღნიშნული კომპანია ქუთაისში? ეს სადავო საკითხია. თუმცა, როგორც მასში მომუშავე გუგამ განაცხადა, კომპანიაში ქუთაისელი ქალბატონებისაგან დღეში რამდენიმე ზარი  შედის. თუ ბიზნესმა გაამართლა, ალბათ, „კუსტარულად“ შექმნილი კომპანია ოფიციალურადაც დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში და ისიც შეიტანს ქვეყნის აღმშენებლობისათვის საქართველოს ბიუჯეტში გარკვეულ  თანხას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია