დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფურისულა
2012/02/27 12:06:05

ფურისულა მრავალწლიანი მცენარეა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი (სახემშვენიერა, ფილოსულა, ფურის ია, ვაშლისუნა და სხვ.). ყვავის აპრილ-ივნისში და უფრო ადრეც, აქვს ყვითელი ყვავილები. არც ერთი მცენარის ფოთოლი იმდენ C ვიტამინს არ შეიცავს, რამდენსაც უნაბისა და გაზაფხულის ფურისულას ფოთოლი.

ფურისულას წყლიანი გამონაცემი და სპირტზე ნაყენი მცირედი ტოქსიკურობით ხასიათდება და ნახველის ამოღების გამაადვილებელი თვისება გააჩნია, რაც ბრონქების ლორწოვანი გარსის სეკრეციის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული. ფოთლებს სალათისა და ნაყენის სახით იყენებენ ჰიპო და ავიტამინოზის დროს. ფურისულას ფესვებიდან წყლიან გამონადენს ან ნახარშს (30-40გ ერთ ლიტრ წყალზე) ამოსახველებელ საშუალებად იღებენ ნახევარ ჭიქას დღეში 3-ჯერ, მშრალი ხველისა და ბრონქიტის დროს.

ყვავილების წყლით გამონაწვლილს (20 გ ერთ ლიტრ წყალზე) ან მთლიანი მცენარის წყლიან ნაყენს (40-60 გ ერთ ლიტრ წყალზე) იყენებენ ხველის, ბრონქიტის, სურდოს და, საერთოდ, ყოველგვარი გაციებით გამოწვეული დაავადებებისას. ასევე იყენებენ ქრონიკული კუჭაშლილობის დროს და შარდმდენ საშუალებად.

ცნობილია, რომ მიგრენიის (შაკიკი) დროს ამ გამონაწვლილის ხმარების შედეგად წყდება სინათლის გამაღიზიანებელი მოქმედება და თავის ტკივილები თანდათანობით წყნარდება.

ფურისულას ფესვებს გააჩნია შარდმდენი (სუსტი) და ოფლისმომგვრელი თვისება, აძლიერებს კუჭის სეკრეციას და, საერთოდ, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

ფურისულას იყენებენ წყლის გამონაწვლილის სახით: 10 გ (დაახლოებით 10 ჩ/კ) ხმელ ყვავილს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 15 წუთის შემდეგ წურავენ (დღე-ღამის დოზა ნევროზისა და უძილობის დროს), ან ერთ სუფრის კოვზ ხმელ, დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა წყალს და 15 წუთი ხარშავენ ნელი დუღილით, უმატებენ შაქარს, ან თაფლს და დღეში 4-5 ჯერ იღებენ თითო სუფრის კოვზს სასუნთქი ორგანოების დაავადებისას. ასევე ფურისულას ფოთლების უმად ჭამაც შეიძლება სალათის სახით.

ფესვებს შემოდგომაზე ფოთლების დაჭკნობის შემდეგ აგროვებენ, ფოთლებს კი - ყვავილობის დროს, 100 გრადუსამდე ტემპერატურაზე ჩქარი გახმობით აღწევენ მათში C ვიტამინის დიდი რაოდენობით შენარჩუნებას, მაგრამ ცუდი შედეგებით ამ მხრივ არც ჩრდილში გამხმარი ფოთლები ხასიათდება.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6627
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია