დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნუ ვიქნებით შებოჭილი!
2012/02/27 12:02:42

როგორ უნდა დაეხმარონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს?

21 თებერვალს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებით. შეხვედრის ინიციატორი ინვალიდ ქალთა და ინვალიდი ბავშვების დედათა ასოციაცია - „დეა“ იყო. ორსაათიანი დისკუსია საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა. საზოგადოებას წარედგინა კვლევები და ის უფლებები, რაც უნარშეზღუდულ ადამიანებს დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა გააჩნდეთ.

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ სამთავრობო სამოქმედო გეგმის, მონიტორინგის და მის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა.

პროექტი მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური და ქმედითი მონაწილეობის ხელშეწყობაზე ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზაციის, მათთვის უფრო სამართლებრივი და სოციალური გარემოს შექმნის გზით.

„ჩვენი შეხვედრის სახელწოდებაა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა უფლებები და ადვოკატირება.“ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვაწარმოებთ სახელმწიფო-სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგს. საუბარია გეგმაზე, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ინტეგრაციას. ამ გეგმის საფუძველი გახლავთ სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია და ეს გეგმა მიღებულია 2009 წელს. მეორე მიმართულება გახლავთ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებათა კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები, მესამე მიმართულება - საზოგადოების გათვითცნობიერება, მათ შორის - მედიის აქტიური ჩართულობა. მედიის გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ გარკვეულ წარმატებას ამ სფეროში. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მაქსიმალურად მივაწოდოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მთლიანად საზოგადოებას ინფორმაცია, როგორი არის მონიტორინგის შედეგები დღეს საქართველოში. ასევე შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია იმ რეკომანდაციების შესახებ, რომელიც შემუშავდა საუკეთესო გამოცდილებაზე, რომელიც არსებობს ამ სფეროში დასავლეთში. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არის პოზიტიური ცვლილებები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს პოზიტიური ცვლილებები პოზიტიურადვე არის ასახული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრებაში. ხშირად იგნორირებულია მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას „დეას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მადონა ხარებავამ.

უნარშეზღუდულ ადამიანთა ინტეგრირების პროცესი საქართველოში,

შეიძლება ითქვას, ნულის დონეზეა. ეს, ალბათ, იქიდან გამომდინარეც, რომ თავად ეს ადამიანები ერთგვარად შებოჭილნი არიან და საზოგადოებასთან სრულფასოვან რეალიზებას ვერ ახერხებენ. ყოველივე ამის დასაძლევად საჭიროა იმ პირობების შექმნა, რაც მათ თვითრეალიზაციას ხელს შეუწყობს. ეს ითვალისწინებს სამუშაო ადგილებს, სწავლაში ხელშეწყობას და ასევე სხვადასხვა დაწესებულებაში გადაადგილების საშუალებებს. როგორც დისკუსიის პროცესში გაირკვა, საქართველოში მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ ისეთ ნიუანსებს, როგორიც არის ლიფტის, ასევე სპეციალური ბილიკის (პანდუსის) არსებობა შენობებსა და სასწავლო დაწესებულებებში.

პროექტი, რომლის პრეზენტაცია შედგა, 2010 წლის დეკემბრიდან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი განხორციელების პროცესში პარტნიორები არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამ“, ასოცირებული წევრები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი და კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“.

როგორც „დეას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ნონა ქობალიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქში პერმანენტულად გაიმართება და ყველანაირად ეცდებიან, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ, რაც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას და მათი ინტეგრაციისათვის საჭირო პირობებს. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია