დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კუნელი
2012/02/13 12:19:47

საქართველოში კუნელის სხვადასხვა სახეობა გავრცელებული: შავნაყოფა (პონტოს კუნელი), კნაპა და სხვა. კუნელი შესანიშნავი სამკურნალო მცენარეა, შეიცავს ფლიონოიდებსა და სხვა ნივთიერებებს. ნაყოფისა და ყვავილის პრეპარატებს უნიშნავენ გულსისხლძარღვთა სისტემით დაავადებულებს, როგორც კუნთის მატონიზებელ საშუალებას. მას ჰიპოტენზიური და დამაწყნარებელი თვისება აქვს.

კუნელის პრეპარატი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ცნობილი პრეპარატის „კარდიოვალენისა.“ ნაყოფში ბევრია შაქარი, სახამებელი, ორგანული მჟავები, პეკტინები, რის გამოც მათი გემო სასიამოვნოა, განსაკუთრებით მოყინვის შემდეგ. იჭმევა როგორც ნედლ, ასევე გამხმარ მდგომარეობაში. იხმარება კომპოტის, კისელის, მარმელადის და სხვა ტკბილეულის მოსამზადებლად. კუნელი მედიცინაში გამოიყენება გულისცემის რიტმის დარღვევის, უძილობის და სისხლის მაღალი წნევის დროს. კუნელის ნაყენი მზადდება შემდეგი დოზით: წვრილად დაჭრილი 100 გ ნაყოფი 70% იან 1 ლიტრ სპირტზე. ხმარობენ 50-50 წვეთს სამჯერ დღეში, ჭამამდე. კუნელი ანელებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებულობას, მატონიზებელ გავლენას ახდენს გულის კუნთზე, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გულის კორონალურ ძარღვებსა და ტვინის ძარღვებში, ხსნის ტახიკარდიას და არითმიას, რამდენადმე დაბლა სწევს სისხლის წნევას.

კუნელის ფოთლებისაგან მიღებულია ახალი პრეპარატი კრატემიდი, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს და ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის შემცირებას.

ნედლი ყვავილებისაგან ნაყენის მოსამზადებლად რეკომენდებულია, რომ ერთ ნაწილ სრულიად ახლად გამშრალ ყვავილებს უნდა დაასხათ 10 ნაწილი 70%-იანი სპირტი, 7 დღის დაყოვნების შემდეგ იღებენ 15-30 წვეთს 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

ყვავილის წყლიანი ნაყენი: 3 სუფრის კოვზ ყვავილს 3 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალზე აყენებენ, თითო ჭიქას დღეში სამჯერ სვამენ გაციების და ძლიერი ნერვებაშლილობის დროს, იღებენ თავბრუსხვევის, გულის ნევროზის, კლიმაქტერიის საწყის სტადიაში.

კუნელის ნაყენს შემდეგნაირად აყენებენ: ახლად შეგროვებულ კუნელის ყვავილებისაგან გამოწურავენ წვენს, ურევენ ორმაგი რაოდენობის 90%-იან სპირტს და აყოვნებენ 15 დღეს. იღებენ დღეში სამჯერ, თითო ჯერზე 40 წვეთის რაოდენობით, ან 1 სუფრის კოვზ წყალში განზავებით.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12671
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია