დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აბზინდა
2012/01/30 12:36:51

იზრდება ტყისპირებში, გზებისა და ბილიკების პირას, ზოგჯერ სარეველაა ბაღებსა და ტყის კულტურებში. გავრცელებულია აფხაზეთში, სვანეთში, სამეგრელოში, სამაჩაბლოში, თითქმის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

აბზინდა ყვავილობს ივლის- აგვისტოში და სექტემბერ- ოქტომბერში მწიფდება.

ფოთლებსა და გენეტიკური ტოტების კენწეროებში ნაპოვნია 2% მდე ეთერზეთი, რომელიც შეიცავს ტუიონს, ველანდრენსა და სხვ., გლუკოზიდები, აბზინდინი და ანაბზინდინი, ლაქტონები, საპონინები, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, კაროტინი, კალიუმის მარილები.

აბზინდა მომნელებელი სისტემის ჯირკვლების ფუნქციების სტიმულირებას იწვევს, პანკრეატულ და კუჭის წვენის სეკრეციას.

მედიცინაში აბზინდის პრეპარატებს კუჭის წვენის დაბალმჟავიანობის პირობებში მიმდინარე გასტრიტის დროს იყენებენ. მასვე იყენებენ მადისმომგვრელ საშუალებად. დიდ დოზებში აბზინდა პირღებინებას იწვევს.

ნაყენს გამხმარი და წვრილად დაჭრილი აბზინდას ბალახისაგან ამზადებენ 70% იან სპირტზე - ნედლეულის სპირტთან 1:5 შეფარდებით. წყალზე ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად: 1 ჩ/კ წვრილად დაჭრილ აბზინდაზე ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს. 20 წუთს დგამენ, წურავენ და 1/4 ჭიქას დღეში სამჯერ სვამენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

გარდა ამისა, აბზინდა გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, რევმატიზმის, ეგზემის და რენტგენის სხივებით გამოწვეული დამწვრობის სამკურნალოდ. ბულგარელ მეცნიერთა მონაცემებით, აბზინდას სპირტზე ნაყენს კრუნჩხვების საწინააღმდეგო თვისებაც გააჩნია. თუმცა მისი ხანგრძლივი გამოყენება თუნდაც მცირე დოზით დაუშვებელია, რადგან იგი იწვევს კრუნჩხვებს, ჰალუცინაციებს, ზოგჯერ ჭკუაზე შეშლასაც კი.

არსებობს აბზინდის გამოყენების სხვადასხვა რეცეპტები:

ღვიძლში ჭვლების დროს სვამენ შემდეგი ბალახის ნახარშს: თანაბარი რაოდენობით ერთმანეთს ურევენ აბზინდას ფოთლებს, სალბას და ღვიის ნაყოფებს (5 გ ნედლეული - ერთ ლიტრ წყალზე) იხარშება 10 წუთს, დღეში სამ ჭიქას სვამენ.

ბრმა ნაწლავის საწყისი ანთებითი პროცესის დროს სვამენ ორჯერ - დილით და საღამოთი, აბზინდას სპირტზე დამზადებულ ნაყენს 12-15 წვეთს წყალში გაზავებულს.

მრგვალი ჭიების დასაყრელად 10 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ თითო სუფრის კოვზ აბზინდას ჩაის სვამენ, დილით უზმოზე და და საღამოთი ძილის წინ. ჩაის ყოველი დალევის შემდეგ რეკომენდირებულია ახლად გახეხილი ნახევარი ჭიქა სტაფილოს მიღება.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია