დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭინჭარი
2012/01/23 11:28:06

ჭინჭარი იმდენად ჩვეულებრივი მცენარეა, რომ მას ყველა იცნობს. იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც არ ეგემოს ჭინჭრით დასუსხვის სიმწარე. მიუხედავად ამისა, ბევრმა არ იცის, რომ ამ მცენარეს ბევრი სიკეთე მოაქვს როგორც საკვები, ისე სამკურნალო დანიშნულებით.

ფოთლებს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში - ივნისიდან სექტემბრამდე.

ჭინჭარი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. ის კომპონენტია ცნობილი პრეპარატის ალოხოლისა. ღვიძლით დაავადებულებმა კარგად იციან ამ წამლის ფასი.

ჭინჭრის ფოთლებში არის ვიტამინები k, c, აგრეთვე კაროტინი და ქლოროფილი. გამოიყენება როგორც სისხლდენის საწინააღმდეგო საშუალება ფილტვებიდან, საშვილოსნოდან და სწორნაწლავიდან (ბუასილური სისხლდენის დროს). ამ მიზნით იღებენ ჭინჭრის ნაყენს, 13-20 წვეთი ჭიქა წყალზე. მიღების დოზაა თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4 ჯერ. ასევე კარგია მისი ექსტრაქტიც - 30-40 წვეთი თითო ჯერზე. ბოლო წლებში ჩატარებული ცდების მიხედვით, ჭინჭრის ფოთლის ნახარშს გააჩნია შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო თვისება.

ჭინჭარი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. იგი რეკომენდებულია, როგორც რევმატიზმის, ათეროსკლეროზის, ეგზემის, კუჭშეკრულობის საწინააღმდეგო საშუალება. საკმაოდ პოპულარულია თმის ცვენის წინააღმდეგ. დასალევი გამონაწვლილის მისაღებად 4 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთოლს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, რომელსაც სვამენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.

თმის ცვენის წინააღმდეგ იყენებენ 100გ. წვრილად დაჭრილ ფოთლებს, ასხამენ 0,5 ლიტრ წყალს და 0,5 ლიტრ ძმარს, ხარშავენ 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე, ამ ნახარშით ძილის წინ იბანენ თავს საპნის გამოუყენებლად.

ხალხური მედიცინით რევმატიზმს შემდეგნაირად მკურნალობენ: მტკივნეულ ადგილს სუსხავენ ახლად მოკრეფილი ჭინჭრით - რამდენიმეჯერ დარტყმით, ამის შემდეგ შეიზელენ სუფთა ნავთით. მორიგეობა ამ ოპერაციებისა ასეთია: ერთ დღეს ისუსხავენ ჭინჭრით მტკივნეულ ადგილს, მეორე დღის განმავლობაში კი იზელენ ნავთით. ჭინჭარს ტექნიკური გამოყენებაც აქვს, იხმარება საღებავისა და ბოჭკოს მისაღებად. ზოგან მის ბოჭკოს თოკის დასამზადებლადაც ხმარობენ.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5948
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია