დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თხილი
2012/01/16 13:07:21

თხილის ნაყოფი 58-71% ცხიმს, 14-18% - ცილებს, 2-5% სახაროზას, ბ და ე ჯგუფის ვიტამინებს და რკინას შეიცავს. გამოიყენება უმად საჭმელად, ან მისგან კანფეტს, კრემს, შაქარლამას ამზადებენ. საუცხოოა თხილის ჩურჩხელა. დანაყილ თხილის გულს ურევენ მცირე რაოდენობით წყალს, რისგანაც მიიღება თხილის რძე, რომელიც ძალიან ყუათიანია და რეკომენდებულია ავადმყოფობით დასუსტებულთათვის.

 მოხალული გულისაგან მზადდება ყავის მსგავსი სასმელი, ფართოდ გამოიყენება ლიქიორის წარმოებაში, თხილის ზეთს არომატული და სასიამოვნო გემო აქვს. ამას გარდა თხილს კვების მრეწველობაში, ლაქ-საღებავების, პარფიუმერიის და საპნის წარმოებაში იყენებენ. ზეთის გამოხდის შემდეგ ნარჩენი მასა ხალვის დასამზადებლად გამოიყენება.

მერქანს იყენებენ წვრილმან სახელოსნო საქმეში (კასრების სალტეები, ყავარჯნები და სხვ.). ყლორტებისაგან წნავენ კალათებს, მსხვილი ღეროებიდან ხდიან ტკეჩს. შეფოთლილი ყლორტებით ამზადებენ ვიტამინიზირებულ მწვანე ნეკერს, რომელსაც ზამთარში ყველა სახის რქოსანი საქონელი ხალისით ჭამს.

თხილის ნახერხი კარგი საშუალებაა ღვინისა და ძმრის გასაფილტრად. თხილის მერქნის ნახშირს მხატვრობაში იყენებენ. წარსულში მისგან თოფის წამალსაც აკეთებდნენ.

მერქნის მშრალი გამოხდით მიიღება სამკურნალო სითხე, რომელსაც ადრე იყენებდნენ ეგზემისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ხალხური მედიცინა სამკურნალოდ თხილის ფოთლებისა და ღეროს ქერქს იყენებს. რომელთაც ძარღვების შევიწროების თვისება გააჩნიათ. გამოიყენება იმპორტული სამკურნალო ნედლეულის ჰამამულისის ნაცვლად ვენების გაგანიერების, ჰერიფლებიტების, წვივის წყლულების და კაპილარული ჰემორაგიის დროს. ფოთლების ნახარში რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის სამკურნალოდ. ფოთლები და ქერქი ნაყენის სახით გამოიყენება. ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (ერთი დღის დოზა).

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2824
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია