დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზეთისხილი
2011/12/19 12:54:47

ზეთისხილი მარადმწვანე 3-7 მეტრი სიმაღლის ხეა. საქართველოში გავრცელებულია ზღვის დონიდან 400მ. სიმაღლემდე უმეტეს წილად ბაღებში. მისი ნაირგვარი ჯიშები არსებობს, ამიტომ მათი ნაყოფისაგან დამზადებული ე.წ ზეითუნის ზეთი სხვადასხვა ხარისხისაა, ზოგი ჯიში გამოიყენება საჭმელი ნაყოფის დასამზადებლად, ზოგიც ზეთის გამოსახდელად. მრავლდება ძირითადად თესლით, რომელსაც დათესვამდე რამდენიმე ხნით ნაცარტუტში (ნაცარწმენდილში) ათავსებენ გაღვივების სტიმულირების მიზნით. კარგად ფესვიანდება, გამერქნებული კალამი ადვილად ხარობს. ზეთისხილის კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ მცირე რაოდენობითაა გაშენებული: აფხაზეთში, სამეგრელოში, აჭარაში და კახეთში.

საჭმელად დაუმწიფებელ ნაყოფს აგროვებენ და ამწნილებენ, ზეთის გამოხდას ზეთისხილის მომწიფებული ნაყოფისგან აწარმოებენ. ზეთი სხვადასხვა ხარისხისა და თვისებების გამო სხვადასხვა დასახელებებითაა ცნობილი: ზეითუნის ზეთი, ხის ზეთი და პროვანსული ზეთი.

ოდითგანვე ცნობილია ბრტყელი ჭიის (სოლიტერის) ორგანიზმიდან გამოდევნის მარტივი მეთოდი: ავადმყოფი სამი დღის განმავლობაში სანახევროდ შიმშილობს, შიმშილობის გრძნობის ნაწილობრივი დაკმაყოფილებისათვის იღებენ მოხარშული ხორცის წვენს, თეთრი პურის ქერქით მცირე რაოდენობით. მეოთხე დილით უზმოზე სვამენ ყველაზე სუფთა 3 სუფრის კოვზ პროვანსულ ზეთს და 10 წუთის შემდეგ იკეთებენ ანადუღარი თბილი რძის ოყნას, კუჭზე გასვლისას ჯდებიან რაიმე ჭურჭელზე, რომელზედაც თბილი რძე ან წყალი ასხია, სოლიტერი თავისით გამოდის.

ზეითუნის ზეთს იყენებენ სხვადასხვა მალამოს საფუძვლად, კერძოდ 100 გ. პროვანსული ზეთი, 8გ. ყვითელი სანთელი, 5გ. თეთრი სანთელი, 20გ. ფიჭვის გამაგრებული ფისი 1გ. საკმეველი, 1 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი, ნარევს პატარა მომინანქრებულ ქვაბში ათავსებენ და 10 წუთს ადუღებენ ნელ ცეცხლზე. გამუდმებით ურევენ და ქაფს ხდიან, გაგრილების შემდეგ მინის ქილაში გადააქვთ. მალამოს დოლბანდის ან სხვა რომელიმე თხელი ქსოვილის სუფთა ნაჭერზე უსვამენ და ჭრილობაზე ადებენ.

ხალხური მედიცინის მონაცემებით რევმატიზმის მკურნალობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს შემდეგი საშუალება: იღებენ საცობიან სქელკედლებიან ბოთლს, მასში ასხამენ 150 გ. ხის ზეთს (შესაძლოა პროვანსული ზეთით შეცვლა) შემდეგ ყრიან ათიდან ოცამდე წითელი წიწაკის პარკებს. ყოველივე ამას ამატებენ 150 გ. კარგად გაწმენდილ სუფთა ნავთს, 9 დღის განმავლობაში ანჯღრევენ და თბილ ადგილას ინახავენ.

ჭრილობის შესახორცებლად გაცილებით შედეგიანია შემდეგი მალამო: 2 წილ ზეთს, 1 წილ ფუტკრის ცვილს (სანთელი) იღებენ, ამ ნარევის კარგად ადუღებით მიიღება მალამო, რომელსაც ჭრილობაზე უსვამენ და თუ საჭიროა სახვევს ადებენ.

ღვიძლის გადიდებისას და ტკივილის დროს იღებენ 1 ჭიქა პროვანსულ კარგ ზეთს, 1 ჭიქა გრეიფრუტის წვენს. ნარევს ღამღამობით იღებენ ჭამიდან 2 საათის შემდეგ. მარჯვენა მხარეზე წვებიან, პროცედურას იმეორებენ 4-5 დღის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში.

ნაღვლის ბუშტში კენჭების საწინააღმდეგოდ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე იღებენ ზეთს. პირველად იღებენ ნახევარი ჩაის კოვზ ზეთს და თანდათან ზრდიან დოზას 1 ჩაის ჭიქამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდება.

ზეთისხილის ნაყოფის მიღება საკვებად საჭირო და აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად და ვიტამინების შესავსებად. ასევე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია