დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აივ ინფექცია ნულის ზღვარზე
2011/12/06 14:56:57

პირველ დეკემბერს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ამათან დაკავშირებით საქართველოში არა მარტო დღე, არამედ მთელი კვირეული ჩატარდა.

ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი „ახალი გზა“ ამ დღეს გამოეხმაურა და ადამიანის უფლებათა სახლში საღამო გამართა, სადაც მოწვეული იყვნენ ექიმები, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჯურნალისტები. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

საღამოს მიზანი იყო „დავიყვანოთ ნულამდე აივ-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი“, რადგან ამ ინფექციის გავრცელების ზრდის ტენდენცია წლიდან წლამდე არ იცვლება.

„პირველი დეკემბერი შისთან ბრძოლის დღეა, მაგრამ  საქართველოში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო არა ერთი დღე, არამედ მთლიანად კვირეული. სწორედ ამიტომ, დღეს ქუთაისის ახალი გზის ორგანიზაციამ გადაწყვიტა გაემართა ასეთი ღონისძიება. ჩვენი მონაცემები არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოში საგანგაშო ვითარება არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი უნდა ვიღონოთ და გავაკეთოთ. სწორედ ამის პრევენციისათვის გავმართეთ ეს საღამო,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ.

მსოფლიო მონაცემებით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექციის დაბალი სტატისტიკის ქვეყნებს. როგორც კვლევები გვიჩვენებს, ქვეყანაში  2011 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით სულ 3080 ინფირიებული ადამიანია, რაც წინა წლების მონაცემებთან შედარებით საკმაოდ დაბალი ნიშნულია.

საღამოზე სამთავრობო სექტორმა მხარდაჭერა გამოხატა მსგავსი პროგრამებისა და ღონისძიებების მიმართ.

„მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ საქართველოში აივ ინფექციის გავრცელების რისკი შეჩერებულია, რაც, ვფიქრობ, სახელმწიფო პოლიტიკის დამსახურებაა. ინტრავენური გზით გადამდები ეს დაავადება ნულამდეა დაყვანილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ არასამთავრობო ორაგნიზაციასთან ურთიერთობა. მით უმეტეს, თუ ეს ორგანიზაცია ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობს, ჩვენ „ახალ გზასთან“ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. დღევანდელ დღეს პრაგმატული საკითხები გადაწყდა და 2012 წელს იმ ადამიანებს, რომლებიც შიდსით იქნებიან დაინფიცირებული, სახელმწიფო უზრუნველყოფს. ადგილობრივი სოციალური დაჯანდაცვის პროგრამებიდან გაეწევათ დახმარება. რა თქმა უნდა, შიდსთან ბრძოლისას, უფრო მეტად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ადგილი უკავია საზოგადოების ინფორმირებულობას. ასეთი შეხვედრები უკეთ აცნობს ადამიანს იმ საშიშროებას, რაც ამ დაავადებას მთლიანად საზოგადოებისათვის მოაქვს,“ -  განმარტა ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელმა კახა ქორიძემ.

შიდსის ბრძოლის მრავალი გზა არსებობს, თუმცა როგორც საღამოზე ერთხმად აღნიშნეს, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი საზოგადოების ინფორმირებულობაა, რათა გააცნობიერონ, თუ რამდენად საშიშ დაავადებასთან გვაქვს საქმე.

ნინო ჩიტიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია