დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვირისტერფა
2011/12/05 11:59:22

ვირისტერფა სინესტის მოყვარული მცენარეა, ყვავის მარტ-აპრილში, ნაყოფი (თესლი) აპრილ-მაისში მწიფდება. გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც მთაში, ასევე ბარში. მცენარის ყვავილები და ფოთლები ფართოდ გამოიყენება ბრონქიტის, ლარინგიტის, ბრონქოექსტაზის დროს, როგორც ამოსახველებელი, სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, გამოიყენება აგრეთვე აბსცესების და ფილტვის განგრენის დროსაც.

ხალხურ მედიცინაში ვირისტერფას ფოთლები და ყვავილები ერთად ან ცალ-ცალკე გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი და მსუბუქად ოფლმომგვრელი საშუალება. გარდა ამისა ფოთლებისა და ყვავილების ნარევის ჩაი (30 გ 1 ლიტრ მდუღარე წყალზე) გამოიყენება ლორწოვანი გარსის სხვა ანთებითი ხასიათის დაავადებების დროსაც. ისე როგორც კუჭ-ნაწლავების კატარის, თირკმელების და საშარდე ბუშტის კატარის დროს. სურდოს შემთხვევაში ნედლი ფოთლების წვენს ცხვირის ნესტოებში ისრუტავენ. გარდა ჩაისა იყენებენ ფოთლების ფხვნილსაც, 1/3 ჩაის, კოვზი დღეში სამჯერ (სავსე სუფრის კოვზ ფოთლის ფხვნილს 3 თანაბარ ნაწილად ჰყოფენ.)

ფილტვების ანთების დროს, გაჭიანურებული ხველის, ბრონქიტის, ხიხინის და სასუნთქი გზების სხვა დაავადებებისას შემდეგ ბალახნარევ ჩაის სვამენ: ყველა კომპონენტი მოცულობის მიხედვით თანაბარი რაოდენობისა უნდა იყოს- ვირისტერფას ფოთოლი და ყვავილები, დაქუცმაცებული ლაშქარას ფესვები, ცაცხვის ყვავილები, დიდგულას ყვავილები, ჭანგას ფესვურები, ქერიფქვილას ყვავილები. ნარევს იღებენ ერთ სუფრის კოვზს და ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ, რაც ერთი დღის დოზაა. ნედლი ფოთლების წვენით დასველებულ დოლბანდს ან თვითონ ფოთოლს აფენენ ჩირქოვან ჭრილობებზე, წყლულებზე და მუწუკებზე, როგორც ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას.

ხალხურ მედიცინაში ბრონქიალური ასთმისა და სპასტიკური ხველის დროს გამოიყენება შემდეგი ფოთლების ნარევი: 20 გ ვირისტერფა, 10 გ. ქერიფქვილას ყვავილები, 10 გ. ანისულას ნაყოფი, 40 გ. ტუხტის ფესვები, 15 გ. ძირტკბილას ფესვები, 5 გ. ზამბახის ფესვურა, ან იის ფოთლები, მთელი ამ ნარევისაგან აიღებენ ერთი სუფრის კოვზ ნარევს ორ ჭიქა მდუღარე წყალზე. მიიღება ნახევარი ჭიქა სამჯერ დღეში.

თმის ცვენის და უხვქერტლიანობის დრო - კანის ქავილით, კვირაში სამჯერ იბანენ თავს ჭინჭრისა და ვირისტერფას ფოთლების მაგარი ნახარშით, კომპონენტთა შერევა თანაბარია.

 

თამარ ასკურავა  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2936
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია