დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
STOP - გრიპი!
2011/11/28 12:29:10

საკუთარი თავის დაცვით, იცავთ სხვასაც

 

ზამთრის მოსვლასთან ერთად, იმატა სხვადასხვა სახის ინფექციურმა დაავადებებმა. ინფექციურ პათოლოგიათა 95%-ს გრიპი შეადგენს.

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ყველაზე აქტუალური ვირუსიც სწორედ ეს არის.

 

გრიპის ეპიდემიის დროს ავადდება მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით - დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები. ეპიდემიის ხანგრძლივობა 3-4 კვირაა. გრიპი ყველაზე სწრაფად ზრდადი ვირუსია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და საოჯახო მედიცინით მკურნალობენ, რაც მძიმე შედეგს იწვევს. ამიტომ ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით იმერეთის სამხარეო ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის მოზარდთა განყოფილების გამგეს ნანა გონგაძეს ვესაუბრეთ. მან გვითხრა:

გრიპის ვირუსი ყველა კონტინენტზე არსებობს. როცა გრიპი პანდემიის სახით ვრცელდება, საშიში არის, ლეტალობაც უფრო დიდია. თუ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, რთული ფორმით ისახება ვირუსული ინფექციები. არსებობს A, B და C ტიპის ვირუსი. A ტიპის ვირუსი იწვევს მძიმე ფორმის გრიპს. B და C ტიპის ვირუსი შედარებით იოლად გადააქვს ადამიანს. B - 2-3 წელში ერთხელ, ხოლო A - ყოველწლიურად გვხვდება, სეზონურია.

ეს არის ჰაეროვან-წვეთოვანი ინფექცია, რომელიც ვრცელდება ამოსუნთქვით, ამოხველებით, ავადმყოფის მიერ გამოყენებული ჭურჭლით და რიგი ურთიერთობებით.

გრიპის სიმპტომი გამოისახება ტემპერატურით, სურდოთი და ყელის ტკივილით.

ვირუსების გამრავლება მიმდინარეობს მაღალი სიჩქარით. ზედა სასუნთქ გზებში მოხვედრისას, თითოეული ვირუსი 8 სთ-ში მრავლდება 103-ის რაოდენობით, ხოლო 24 სთ-ში - 1023-ის რაოდენობით.

გრიპით დაავადებული ადამიანი გარემო მყოფთათვის სახიფათო ხდება ვირუსის დაწყებისთანავე. თუ გინდათ, რომ დაცული იყოთ რიგითი ვირუსებისაგან, არ უნდა შეგრცხვეთ დამცავი ნიღბის ტარება, განსაკუთრებით - მაშინ, როცა საზოგადოებასთან ხშირი ურთიერთობა გაქვთ. ხშირია შემთხვევა, როცა ზრდასრულ ადამიანს იოლი ფორმით აქვს ვირუსი, მაგრამ, თუ ეს გადაედება ბავშვს, ან დაბალი იმუნიტეტის მქონეს, შეიძლება მისთვის ძალიან რთული ფორმის აღმოჩნდეს, ამიტომ თუ დავიცავთ საკუთარ თავს, ამით დავიცავთ სხვასაც.

ხშირად მსმენია, „გრიპის გამო ვერ გავაცდენ სამსახურს“ - ეს არასწორი მიდგომაა. პირიქით, როცა სხვისი ჯანმრთელობა დგება რისკის ქვეშ, ბევრად სჯობს, თავი ავარიდოთ სამუშაო საათებს. შეიძლება აუცილებელი არ იყოს ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ ოთახში უნდა იყოს სითბო და აერაცია. იმუნიტეტის ამაღლებისათვის მიღებულია თაფლი, ლიმონი და სხვა ვიტამინები.

ქალბატონმა ნანამ ასევე განმარტა, რომ ვირუსებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ რისკის ჯგუფის ქვეშ მყოფმა ადამიანებმა, მათ შორის - ფეხმძიმეებმა I ტრიმესტრში, როცა ხდება ნაყოფის ორგანოების, სისხლმბადის, მხედველობისა თუ თავის ტვინის ორგანოების ჩამოყალიბება. არ არის გამორიცხული, ვირუსით დაინფიცირებულ ქალს დეფექტიანი ბავშვი გაუჩნდეს.

ვირუსის თავიდან აცილების გზა ხელების ხშირი დაბანაა. ვუფრთხილდეთ ყველა სახის ვირუსს და ყურადღება მივაქციოთ ექიმის რეკომენდაციას, რათა დაცული ვიყოთ ვირუსული ინფექციებისგან.

 

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2099
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია