დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ორკბილა
2011/11/14 14:34:38

ორკბილა (აჭარაში: ხოზიკა; კახეთში: იჭი; იმერეთში, რაჭაში: წიპარკა, მამლიყივილა, ფისაურა) სწორმდგომღეროიანი 15-60 სმ სიმაღლის ერთწლიანი მცენარეა.

 

 მედიცინაში აყვავებამდე ან აყვავების შემდეგ შეგროვილი ჩვილი კენწეროები და ფოთლები გამოიყენება. მისი ბალახი კარგია აბაზანისთვის, რასაც ფართოდ ხმარობენ ბავშვთა მკურნალობისთვის, უმთავრესად სხვადასხვა დიათეზის სამკურნალოდ. დასალევად იყენებენ როგორც შარდმდენ, ასევე ოფლმომდენ საშუალებად, აგრეთვე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

ხალხურ მედიცინაში ორკბილა გამოიყენებოდა როგორც შარდმდენი და ოფლისმომგვრელი საშუალება. გარდა ამისა, მას ხმარობენ სასუნთქი გზების დაავადების, სიყვითლისა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლის სამკურნალოდ. განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება საბავშვო პრაქტიკაში, სკლეროზის დროს, ასევე ფსორიაზის დროს.

ორკბილას ექსტრაქტის 20 წვეთი დღეში 3-ჯერ უნდა მიიღოთ ჭამის წინ, 10-15 დღის განმავლობაში. გარეგანი დაავადების დროს ხმარობენ მალამოს, რომელიც ორკბილას სქელი ექსტრაქტისგან (2,5%) არის დამზადებული ლანოლინის ზეთთან შერევით (1:1). დაზიანებულ კერებზე დღეში ერთხელ იზელენ.

 ფურუნკულის მოსაშუშებლად შეურიეთ ერთმანეთს ორკბილასა და მოცვის ფოთლები. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, გაწურეთ და დალიეთ.

ფსორიაზის დროს 100 გრ ორკბილას დაასხით 0,5 ლ. 70%-იანი სპირტი და გააჩერეთ ორი კვირის განმავლობაში, დალიეთ წყალთან გაზავებული 15-15 წვეთი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

დაზიანებულ კანზე უნდა შეიზილოთ მალამო, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 50 გრ ხმელ ორკბილას ფხვნილს დაუმატეთ 5 წილი ღორის მუცლის ქონი, დუღილის დროს მუდმივად ურიეთ. როცა გაცივდება, მალამო მზად იქნება.

ორკბილას, როგორც სისხლგამწმენდ საშუალებას, იყენებენ კანის ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით ეგზემის, დიათეზის, ჭინჭრის ციების, რაქიტის სამკურნალოდ. შეურიეთ ერთმანეთს 10 გრ სამფერა ია, 20 გრ ჭინჭრის დედის ყვავილი, 15 გრ ოროვანდის ფოთოლი, 15 გრ მარწყვის ფოთოლი, 10 გრ ფარსმანდუკის ყვავილი. დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 1ლ ცივი წყალი და 10 წუთით ადუღეთ ნელ ცეცხლზე. 20-30 მლ ნახარში დალიეთ საათში ერთხელ, ბავშვებისთვის დოზა 2-3 ჯერ ნაკლებია. თუ ნარევს დაამატებთ არყის ხის კვირტებსაც და მოამზადებთ იმავე წესით, ნახარში შეიძლება გამოვიყენოთ თირკმლების დაავადებისა და ცისტიტის სამკურნალოდ.

დასალევად ხმარობენ ორკბილას ჩაის: 1 ს/კ ბალახს 1ჭ მდუღარე წყალს ასხამენ, რაც მთელი დღის ნორმაა, მიიღება 3-4 ჯერ დღეში. ორკბილას აბაზანები საუკეთესო პროცედურაა ბავშვის კანის უკეთ მოვლისათვის.

 

თამუნა ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2828
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია