დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფითრი
2011/10/31 11:58:44

ფითრი მარადმწვანე ნახევრადპარაზიტი  პატარა ბუჩქია, იგი მოსახლეობისათვის კარგადაა ცნობილი, ძირითადად მსხლის ტოტზე სახლდება. ჰყვავის მარტ-აპრილში, ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

ფითრს გარკვეულწილად ზარალი მოაქვს მებაღეობასა და ტყის მეურნეობისათვის, ხეების დასუსტების და წვერხმელობის გამოწვევით. მაგრამ კაცობრიობისათვის სასარგებლოცაა, იგი უძველესი დროიდან გამოიყენება სამკურნალოდ, წინათ ფითრის ყლორტებს იყენებდნენ ეპილეფსიის, ნერვებაშლილობით გამოწვეული ისტერიული მდგომარეობის და თავბრუსხვევის დროს, ახლაც ხალხურ მედიცინაში ხმარობენ როგორც სისხლის დენის შემაჩერებელ, შემკვრელ, პირსასაქმებელ და პარაზიტი ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას. მეცნიერულ მედიცინაში იგი ძირითადად გამოიყენება, როგორც ჰიპოტენზიური (სისხლის წნევის დაბლა დამწევი) საშუალება. შედარებით იშვიათად კი ათეროსკლეროზისა და სხვადასხვა სიმსივნეების საწინააღმდეგოდ.

ფითრის ფოთლებისაგან მიღებული პრეპარატი ერთ-ერთი კომპონენტია ფართოდ ცნობილი კომპლექსურ პრეპარატ „აკოფიტისა“, ამ პრეპარატის ყადრი კარგად იციან რადიკულიტით შეპყრობილმა ადამიანებმა. ახლად დაკრეფილი ჩვილი ფოთლებიდან მიღებულ გამონაწვლილს ართრიტის წინააღმდეგ იყენებენ.

ფითრი შეიცავს ვისკოტოქსინს 0,1%-ის რაოდენობით, ნაყოფში მოიპოვება კაუჩუკი და ინოზიტი 1-2%-მდე. კლასიკური ცდებით აღინიშნა დადებითი - ჰიპოტენზიური ეფექტი, რაც თავის ქალა - ტვინის ტრავმების ნიადაგზე მომატებული არტერიული წნევის მყარი დაწევით გამოიხატება. ანალოგიური შედეგები იქნა მიღებული კლიმაქტერული ჰიპერტონიით შეპყრობილთა მიმართაც. რეკომენდებულია ფითრის თხევადი ექსტრაქტი 15-20 წვეთი დღეში 3-ჯერ.

ფითრის ჩვილი ფოთლებისაგან დამზადებული თხევადი ექსტრაქტი გამოიყენება ჰიპოტენზიურ საშუალებად, აგრეთვე ფილტვებიდან და ცხვირიდან სისხლდენის, ნაწლავთა ატონიის დროს. ჰიპერტონიული დაავადებების I და II სტადიაზე. პრეპარატი იწვევს საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქრება თავის ტკივილი, უმჯობესდება ძილი, მცირდება გაღიზიანებულობა და იზრდება შრომის უნარი. აღინიშნება მაქსიმალური და მინიმალური წნევის დაბლა დაცემა. ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ფითრი არტერიულ წნევას დაბლა სწევს, აძლიერებს გულის მუშაობას, აფართოებს ძარღვებს, ამცირებს ცენტრალური ნერვიული სისტემის აღგზნებადობას.

ხალხურ მედიცინაში ფითრს გამოიყენებენ პირველ რიგში, როგორც სისხლშემადედებლ საშუალებად. აგრეთვე ტკივილგამაყუჩებელ და ჭიის გამომდენ საშუალებად, მას იყენებენ ძალიან უხვსისხლიანი მენსტრუაციის და საშვილოსნოდან ყოველგვარი სისხლდენის დროს, აგრეთვე სისხლდენისას კუჭსა და ნაწლავებში, სვამენ გამონახარშს: 35-40 გ. ფოთლები ყლორტების დაბოლოებითურთ 1ლ. წყალზე, აბაზანისათვის კი 60 გ. - 1 ლ. წყალზე.

ფითრს იყენებენ ირიგაციისათვის და აბაზანისათვის ბუასილის მკურნალობაში, ირიგაციისათვის იყენებენ სამკურნალო მცენარეების შემდეგი ნარევის ნახარშს: მუხის ქერქი, ჭინჭარი და თეთრყვავილა ჭინჭრის დედის ყვავილები, თვითეულ მათგანს იღებენ ათ-ათ გრამს, ფითრს კი 15 გ. ხარშავენ 20 წუთს ნელი დუღილით. ამავე ნახარშით იკეთებენ სველ საფენებს წყლულებისა და ძნელად შესახორცებელი ჭრილობებისათვის.

მრგვალი ჭიების დასაყრელად იყენებენ ნარევს, ფითრის ფოთლების ფხვნილი 0,5 გ. კატაბალახას ფხვნილი - 1,0 გ. ამ ნარევს ყოველდღე იღებენ 3 დღის განმავლობაში, ამასთანავე რეკომენდებულია გახეხილი სტაფილოს მიღება.

ფითრის ჩაის სვამენ ცუდ გუნებაზე ყოფნისას (განსაკუთრებით მოხუცები) დაუძლურებისა და თავბრუს ხვევის დროს.

 

თამუნა ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია