დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლიკოპოდიუმი - ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ
2011/07/11 13:26:38

ლიკოპოდიუმი ფრიად თავისებური გარეგნობის მცენარეა, ახასიათებს წვრილი და გრძელი ღეროები, რომელთაც ბანჯგვლიანი შესახედაობა აქვს. მარადმწვანე, ხასხასა ფერისაა როგორც ნედლ, ასევე ხმელ მდგომარეობაში. ღეროს აქა-იქ ამოუდის განსაკუთრებული მოგრძო ტოტები, რომელიც ვიწრო ცილინდრულ, თავთავისებური წარმონაქმნით მთავრდება. მათი რაოდენობა 2-5 ცალია. ამ თავთავში უამრავი სპორი მწიფდება.

 

ლიკოპოდიუმის ფოთლები მოყვანილობით ხაზურია. 1-2 სმ სიგრძის წვერზე წვრილი თეთრი წვეტით. სპორები ძალიან ადვილად აალებად მასალას წარმოადგენს, თითქმის თოფის წამლისებურად აალებადია. ამ თვისების გამო იგი გამოყენებული იყო საიუველირო საქმეში გლუვზედაპირიანი სხეულის მისაღებად.

ხალხური მედიცინა ლიკოპოდიუმის სპორებს და თვით ბალახსაც იყენებს, როგორც გამხსნელ და შარდმდენ საშუალებას. თირკმლების, საშარდე ბუშტის და სასუნთქი გზების დაავადების დროს სვამენ თითო სუფრის კოვზ ნახარშს ყოველ საათში (1სუფრის კოვზი სპორები ან 10 გრ. ლიკოპოდიუმის ბალახი 1 ჭიქა წყალზე.). ზოგჯერ სპორებს აყრიან ჭრილობაზე. ბალახის ნაყენით მკურნალობენ გრიპს. იყენებენ ნივთიერებათა ცვლის მოშლის შემთხვევაშიც. 2 სუფრის კოვზ სპორებს 2 ჭიქა ცივ წყალზე ადუღებენ. 15 წუთიანი დუღილის დროს ხშირად ურევენ კოვზით. სვამენ თითო სუფრის კოვზს სპორებთან ერთად. სპორების უქონლობის შემთხვევაში იყენებენ ბალახის ნახარშს (20-30 გრ.) ერთ ლიტრ წყალზე, რაც რეკომენდებულია როგორც ტკივილგამაყუჩებელი და დამაწყნარებელი საშუალება, რევმატიული, ნერვული დაავადებების, თირკმლის და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევის, აგრეთვე ჭვალვის დროს. ლიკოპოდიუმი ძალიან ტოქსიკური მცენარეა, სწორედ ამის გამო სამკურნალოდ მისი გამოყენების დროს სიფრთხილეა საჭირო.

ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანს აძლევენ ნახარშს ალკოჰოლის მიღებიდან 4 დღის შემდეგ, ახალმომზადებული გამონახარშის 80-100 მლ. დოზით, 3-5 წუთის შემდეგ კი ალევინებენ არაყს ან ღვინოს, ამავე დროს აყნოსვინებენ იმავე ალკოჰოლს, რომელიც უკვე დაალევინეს. 10-15 წუთში ავადმყოფს პირისღებინება ეწყება, ზოგჯერ 1-3 საათის მოგვიანებით აძლევენ ალკოჰოლს. ეს იწვევს ალკოჰოლისადმი ზიზღს. რაც აღნიშნული პროცედურის შემდეგ 2-3 ჩატარების შემდეგ უნვითარდება.

მონახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: 100 გრ. დაქუცმაცებულ ლიკოპოდიუმს მინის ჭურჭელში ათავსებენ, ასხამენ 200 მლ. წყალს და ადუღებენ ნელ ცეცხლზე, გაცივების შემდეგ კიდევ 200 მლ. წინასწარ ანადუღარ და გაგრილებულ წყალს უმატებენ, ფილტრავენ და მაცივარში ინახავენ არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

გვახსოვდეს: პრეპარატის გამოყენება ალკოჰოლზე თავის დანებების მიზნით უნდა მოხდეს პაციენტთან შეთანხმების საფუძველზე. ნახარში ასევე კარგად მოქმედებს სიგარეტის თავის დანებებაზე, თუ ნახარშს პირში გამოივლებთ, სიგარეტის მოწევის წინ.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4846
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია