დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქრისტესისხლა
2011/07/04 12:41:44

მედიცინაში ქრისტესისხლას მიწისზედა ნაწილები გამოიყენება. მის პრეპარატებს ხმარობენ მეჭეჭების მოსაწვავად. ხორხის პაპილომატოზის დროს. დასალევად გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ, ცდებით გამოკვლეულ იქნა, რომ ქრისტესისხლას პრეპარატები აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას, მათ გააჩნიათ ფუნგისტატიკური და ბაქტერისტატიკური მოქმედების თვისება ტუბერკულოზის  ჩხირების მიმართ. ქრისტესისხლას პრეპარატებმა კარგი შედეგები გამოიღო განსაკუთრებით გარეგანი სიმსივნეების - ტუჩის, კანის და საშვილოსნოს კიბოს მკურნალობაში. დადებითი შედეგი იქნა მიღებული ასევე ქერცლოვანი სირსველას მკურნალობაში. ავადმყოფს დასალევად აძლევენ 20 პროცენტიან ქრისტესისხლას ნაყენს სპირტზე დამზადებულს (10-10 წვეთი) და გარეგნულად 50 პროცენტიან წყლით გამონაწვლილს, სანახევროდ ურევენ ღორის ქონს და მას უსვამენ კანის დაზიანებულ კერებზე. მედიცინაში ქრისტესისხლას ახალი წვენი, ნახარში და ნაყენი საფაღარათო და შარდგამომყოფ საშუალებად გამოიყენება. სიყვითლის, ნაღვლისა და ნაღვლის ბუშტის, აგრეთვე კანის დაავადების სამკურნალოდ. ზოგჯერ მცენარეს მუნის საწინააღმდეგოდაც იყენებენ.

დასალევად იყენებენ: 1 ჩაის კოვზი ბალახი 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალზე. 1/3 ჭიქა სამჯერ დღეში ან ქრისტესისხლას სპირტიან ნაყენს 15-30 წვეთი ერთ ჯერზე. მცენარის ყვავილები სიცხის დამწევ საშუალებად ითვლება, ხოლო ბალახის ექსტრაქტის სველი საფენებით სპობენ მეჭეჭებს.

საყურადღებოა ქრისტესისხლას ტოქსიკურობა, მისმა არასწორმა და არაზომიერმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მოწამვლა, რადგან ის შეიცავს ხელიდონინს და მორფინის მსგავს ნივთიერებას, იწვევს ორგანიზმის ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლას. ამიტომ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ მცენარის სამკურნალოდ გამოყენების დროს.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია