დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბაბუაწვერა
2011/06/21 15:36:05

ბაბუაწვერა 50-60 სმ. სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება. სამკურნალო თვისებები აქვს მცენარის ფესვებს და ფოთლებს, ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიის დროს იყენებენ. იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს მადას, აღიზიანებს ენისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის რეცეპტორებს, რის შემდეგაც აღიგზნება კვების ცენტრი, რაც ააქტიურებს კუჭის  წვენისა და სხვა საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების წვენების სეკრეციას, აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი, სპაზმების მომხსნელი და საფაღარათო მოქმედება.

ბაბუაწვერას ფესვები და ფოთლები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: სტერინბს, ქოლინს, ნიკოტინის მჟავას, ნიკოტინის მიდს, კაუჩუკს, ცვილს, ინსულინს, ცხიმოვან და ორგანულ მჟავებს. კარაბადინში გვხვდება ბაბუაწვერას ფესვების ნაყენის მომზადების რეცეპტი: 1 ს.კ. ბაბუაწვერას ფესვს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთით დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე, თან ურიეთ, შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ, 1/3 ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, როგორც ნაღველმდენი და საჭმლის მონელების კარგი საშუალება. განსაკუთრებით საყურადღებოა ბაბუაწვერას ფოთლებისა და ფესვების წვენი, რომელიც მიიღება ახლადაღებული მცენარისაგან, მაისიდან ოქტომბრამდე 30-50 წვეთი დღეში 4-ჯერ ჭამის წინ. ბაბუაწვერას წვენი ამაგრებს სისხლძარღვების კიდეებს, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს თავის ტვინის სისხლძარღვებზე, იცავს ადამიანს სკლეროზისაგან, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს ნერვებს, აწესრიგებს ძილს, საერთოდ კარგია ჯანმრთელობისათვის. ვისაც ხშირად აწუხებს ზურგის, ძვლების და სახსრების ტკივილი, ვურჩევ დანაყოთ ნორჩი ბაბუაწვერას ფესვები, ღერო და ფოთლები იმდენივე რაოდენობის სტაფილო და თალგამი, ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, დაასხით იმავე მოცულობის ანადუღარი წყალი, რა მოცულობისაცაა ჭურჭელში ნარევი, დაახურეთ თავი და დადგით 3 საათით გრილ ადგილას, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა სამჯერ დღეში. ეს ნარევი ძალიან სასარგებლოა ძვლებისა და კბილების გასამაგრებლად. ავსებს ორგანიზმში კალიუმის დეფიციტს. წვენი, სამი კვირის განმავლობაში უნდა დალიოთ, სასურველია ხშირ-ხშირად მომზადებული ახალ-ახალი ულუფა, რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ ნარევს ჰაერზე, მით ნაკლები იქნება მასში სასარგებლო ნივთიერებები. შედეგს მალე მიიღებთ, ძვლები და სახსრები თითქოს უფრო დრეკადი გახდება და ტკივილიც გაივლის. ასე უნდა იმკურნალოთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში, განსაკუთრებით გაზაფხულზე. ბაბუაწვერა თითქმის მთელი წლის განმავლობაში ხარობს, მაგრამ გაზაფხულზე განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს, ამიტომ წლის სხვა დროს ბაბუაწვერას წვენი ორმაგად უნდა ავიღოთ.

ძველ ქართულ მედიცინაში იყენებენ თალგამის თესლს, ნაყოფს, ფოთლებს. თალგამის თესლს მიიჩნევდნენ შარდმდენად, მას დაახლოებით ისეთივე სამკურნალო თვისებები აქვს, როგორც ბაბუაწვერას.

სტაფილოს სამკურნალო თვისებები დაკავშირებულია მასში დიდი რაოდენობით კაროტინის, (A ვიტამინი) აგრეთვე B და C ვიტამინის შემცველობასთან. სტაფილოს წვენს უნიშნავენ ჰიპოვიტამინოზების დროს, რომელიც ხასიათდება სისუსტით, მადის დაქვეითებით, გაციებითი დაავადებებისადმი მიდრეკილებით. გაზაფხულის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი სტაფილო.

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6932
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია