დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საზამთრო
2011/06/13 13:17:01

საზამთრო - ეს ბაღჩეული კულტურა შეიცავს ფრუქტოზას, B1, B2, PP, C ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, პექტინურ ნივთიერებებს, უჯრედისს. საზამთროს აქვს შარდმდენი მოქმედება და ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებით გამოწვეული შეშუპებისას. საზამთროში შემავალი უჯრედისი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოყოფას. გარდა ამისა საზამთრო ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტისა და ანემიის დროს. საზამთროს ქერქი თეთრი ფერის რბილობიანად კარგად გარეცხეთ, გამოაშრეთ, აირღუმელში ან თბილ ადგილას. დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით ერთი საათით ადრე. გამომშრალი საზამთროს  ქერქი შეგიძლიათ  შეინახოთ მაცივარში ქაღალდის პარკში. მისი ნაყენი რეცხავს სანაღვლე გზებს და აქრობს ანთებას. მკურნალობის კურსი ორი-სამი კვირაა. მერე დაისვენეთ რამოდენიმე თვე. ყოველ შემოდგომაზე და გაზაფხულზე თითო კურსი უნდა ჩატარდეს. ანალოგიური სამკურნალო თვისება გააჩნია საზამთროს კურკას. გარეცხილი საზამთროს კურკა გააშრეთ და შეინახეთ, საჭიროების შემთხვევაში დაფქვით, დოზირება იგივეა, ორ სუფრის კოვზ დაფქულ მასას დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი, გაგრილების შემდეგ მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.

საოჯახო პრაქტიკა: სქელქერქიანი საზამთროს ქერქი გათალეთ, დაჭერით პატარა ნაწილებად, დაასხით წყალი, ისე რომ ფარავდეს ოდნავ. ცოტა ხანს ხარშეთ, ოდნავ დარბილდება თუ არა, წყალი გადაწურეთ ცალკე ჭურჭელში, დაუმატეთ იმდენი შაქარი, რომ სქელი მივიღოთ, ჩააწურეთ ორი ცალი ლიმონის წვენი და დაასხით საზამთროს ქერქს, მიიყვანეთ ადუღებამდე, გამორთეთ 3 წუთი. ცხელივე ჩაასხით ქილაში, მოხუფეთ და შეინახეთ გრილ ადგილას. ასეთი მურაბა ჩაისთან ძალიან სასარგებლოა - თქვენი ოჯახის წევრებს არასოდეს შეაწუხებს სანაღვლე გზები. გახსოვდეთ, ბაღჩაში მოწეულ საზამთროს შეიძლება უწოდოთ სამკურნალო წამალი ბაღიდან, გარდა იმისა, რომ არომატული და გემრიელია, ვიტამინების ნაკრებსაც შეიცავს.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია