დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თქვენთვის, დიაბეტიანებო!
2011/06/06 12:58:30

ხალხური მედიცინა დიაბეტის სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებდა მრავალ მცენარეს, რომელთა გამოცდისას უპირატესობა მოიპოვა: ასისთავამ, დიდგულამ, იაპონურმა სოფორამ, კაკალმა, ვარდკაჭკაჭამ, კულმუხომ, მოცვმა, ორკბილამ, წითელმა ნემსიწვერამ, ხბოშუბლამ, ჭინჭარმა. ასევე კარგად მოქმედებს: ნიორი, მიწის ვაშლი, კეთილშობილი დაფნა, შვიტა, ლობიოს ჩენჩი, თუთის (ბჟოლა) კანსა და მერქანს შორის ანათალი და სხვა. მათი შეგროვება ადვილია, რადგან ძალზე განვითარებული მცენარეებია მთელ საქართველოს ტერიტორიაზე. საჭიროა მხოლოდ მცენარეების ცოდნა და სურვილი, რომ ნატურალური მცენარეებით მკურნალობა უფრო შედეგიანი იყოს.

 

 

განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა აღმოსავლური (იაპონური) სამკურნალო მეთოდი, ე.წ. წერტილოვანი მასაჟი. ავადმყოფს გულჩაღმა დააწვენენ და ხერხემალზე ზემოდან ქვემოთ, იქ, სადაც მთავრდება კისრის მალები და იწყება გულმკერდის მალები, დავიწყებთ ათვლას. მე-10 მალას აღვნიშნავთ საღებავით. ეს ადგილი, დაახლოებით, კუჭის თავის მოპირდაპირე მხარესაა, უკან ხერხემალზე. მალას წავუსვამთ მალამოს. წასმას გავაგრძელებთ ნეკნებშუა ზოლზე ორივე მხარეს... წერტილოვანი მასაჟი მიმდინარეობს შემდეგნაირად: ცერა თითების ბალიშებით ვერტიკალურად ვაწვებით აღნიშნულ მალაზე. დაწოლა არის მკვეთრი, თან ვითვლით ხუთჯერ. შემდეგ მარცხნივ და მარჯვნივ თითებს გადავანაცვლებთ 2 სმ დაშორებით. პროცესს ვიმეორებთ. შემდეგ ისევ გადავინაცვლებთ. ასე ვაგრძელებთ, სანამ მივალთ იმ ადგილზე, სადაც ნეკნები სრულდება. იწყება უკუსვლა და დავუბრუნდებით საწყის მალას. ასეთი სვლა უნდა გაკეთდეს უმცირეს 10-ჯერ დღეში და გაგრძელდეს ყოველდღე, სანამ  აღნიშნულ ადგილზე კუნთი არ დარბილდება... სწორედ ამ ტერიტორიასა და შიგნით, კუჭის უკან, მდებარეობს პანკრიასი და სხვა ჯირკვლები, რომელზეც წერტილოვანი მასაჟის ზემოქმედებით იწყება ჯირკვლების ფუნქციის აღდგენა.

აღსანიშნავია, რომ ფიტოთერაპიული მკურნალობა დიაბეტით დავადებული ადამიანისთვის აუცილებელია, ხანდაზმული სიცოცხლისათვის ასევე საყურადღებოა დიეტა. ყოველივე ამის გათვალისწინებით ადამიანის ხანგრძლივ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, არასასიამოვნო შედეგი დადგეს. დაავადებული ადამიანის საკვები აუცილებლად უნდა იყოს: ნიორი, მიწის ვაშლი, მწნილი, პიურე ან ნახარში. ასევე კომპლექსური ნახარშები, რომელშიც შედის სამი ან მეტი კომპონენტი ზემოთ აღნიშნული სამკურნალო მცენარეებისა. მაგალითისათვის, თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებულ ვარდკაჭკაჭას, ლობიოს ჩენჩოს ნარევიდან ავიღებთ ერთ სუფრის კოვზ შერეულ მასას, დოზირებით 250 გრ. დავასხამთ ადუღებულ წყალს. ან მცენარეების ნაკრებს ჩავყრით თერმოსში, დავასხამთ იმდენ ჭიქა მდუღარე წყალს, რამდენი სუფრის კოვზი ნარევიც ჩავყარეთ. დღე-ღამეში 3-5 ჭიქა საკმარისია. საჭიროა ნარევი კომპონენტების შეცვლა გარკვეული დროის შემდეგ. თუ სისხლსა და შარდში შაქრის შემცველობას ხშირად ამოწმებთ, მაშინ დიდ შედეგს მიიღებთ.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10692
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია