დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აუცილებლად დარგეთ კაკალი - საოცარი ხე!
2011/05/16 13:02:33

კაკალი 20-35 მეტრი სიმაღლის ხეა.  ნაყოფის გარეთ არსებული წენგო, ხორცოვანი და მწვანეა, რომელიც მწიფობისას შავდება და ტყავისებური ხდება. ყვავის აპრილ-მაისში, ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება.

კაკალი ოდითგანვე საქართველოში საკულტო ხედ ითვლებოდა. იგი ერქნიანი უძვირფასესი საავეჯო ნედლეულია, ადრე წონით იყიდებოდა და საზღვარგარეთ დიდი რაოდენობით გაჰქონდათ შავი ზღვით. ახლად გამონასკვული მწვანე ნაყოფი დიდი რაოდენობით გამოიყენება მურაბისათვის. კაკლის ზეთი შესანიშნავი საკვებია და ფერწერისათვის საჭირო ლაქის მასალაა. ზეთგამოხდის შემდეგ დარჩენილი ნარჩენი 40%-მდე ცილოვან ნივთიერებებს შეიცავს 10% ცხიმთან ერთად და საუცხოო საკვებია შინაური ფრინველებისათვის. კაკლის გული (ნიგოზი) 54-74% ზეთს, 12-21% ცილოვან ნივთიერებებს, B, E და პროვიტამინ A-ს შეიცავს, იგი საუცხოო გემოსია და მეტად ყუათიანია. ახალგაზრდა მწვანე ნაყოფი მდიდარია ასკორბინის მჟავით და კაროტინით, ამიტომ ვიტამინიან კონცენტრატის საუკეთესო მასალაა. ფოთლებშიაც ვიტამინ C-ს შემცველობა 4500 მლ.გ. პროცენტამდე აღწევს.

ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხურ მედიცინაში კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმლისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის სამკურნალოდ ხმარობენ. გარდა ამისა, სვამენ ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის გასამაგრებლად ავიტამინოზის დროს. წენგოს ფხვნილი სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად ითვლება.  ეგზემის წინააღმდეგ დიდი ეფექტურობით იყენებენ წენგოს და ჩვილ მწვანე ნაყოფს, მას გაჭრიან და უსვამენ ეგზემატურ ადგილებს. სამკურნალოდ უფრო ხშირად კაკლის ფოთოლს ხმარობენ. ფოთლის წყლიან ნაყენს ან მონახარშს რაქიტიანი ბავშვების აბაზანებისათვის იყენებენ, ფოთლების უყუნწო ნახარშს - ღრძილებისა და ლიმფური ჯირკვლების ანთებებისას, კანის დაავადებების, ჩირქოვანი ჭრილობების, გასტროენტეროტის, კუჭაშლილობის სამკურნალოდ, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, მადის მოსაგვრელად, თეთრად შლის, არარეგულარული მენსტრუაციის და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ.

საოჯახო პრაქტიკა: დასალევად გამოიყენება წყლიანი ნაყენი. ერთ სუფრის კოვზ ხმელ, წვრილად დაჭრილ კაკლის ფოთოლს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (დღე-ღამის დოზა). გარეგან პრაქტიკაში იყენებენ მონახარშს: 3-5 კოვზ ფოთოლს 0,5 ლიტრ წყალს ასხამენ და 15 წუთს ხარშავენ. ასევე ფოთლის ჩაის სახით - 50 გრ. ერთ ლიტრზე. სვამენ კანის ნაირგვარი დაავადებების, ვენერიული სნეულებების, მრგვალი ჭიების წინააღმდეგ. დიაბეტით დაავადებულის შაქრის შემცველობას ამცირებს შარდში.

წვრილად დაჭრილი ჩვილი ნაყოფიდან ამზადებენ ნაყენს სპირტზე. ბოთლში ჩაყრიან კაკალს, ასხამენ სპირტს და მზეზე დგამენ 14 დღის განმავლობაში, შემდეგ შავ სურნელოვან ნაყენს გადაასხამენ სხვა ჭურჭელში და დარჩენილ კაკალს აყრიან შაქარს. კარგად ურევენ და თითქმის მთელი თვე დგამენ. ასე მიიღება საუცხოო ლიქიორი. ოჯახში მომზადებული კაკლის მურაბა კი არა მარტო სამეფო ტკბილეულია, არამედ წამალია, რომელიც წარმატებით გამოიყენება ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების წინააღმდეგ.

ხალხურ მედიცინაში კაკლის ფოთოლს, წენგოს, მამრ ყვავილებს იყენებენ კუჭ-ნაწლავის ანთების და ტკივილის, ფურუნკულების, ჩიყვის, ტუბერკულოზის, სიფილისის, ბუასილის, სისხლიანი ხველის სამკურნალოდ.

თუ ეზო-მიდამო გაქვთ, ყოველ წელს აუცილებლად დარგეთ კაკლის ხე, რომელიც ჯანმრთელობის საწინდარია. გახსოვდეთ, კაკლის ხე საუკუნის შემდეგ ძალიან უხვად მსხმოიარეა.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია