დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცაცხვი - სწორუპოვარი სამკურნალო მცენარე
2011/05/09 15:29:12

ცაცხვი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა და უხვი ღალით უმასპინძლდება ფუტკრებს. მისი ნექტრისაგან მზადებული თაფლი უმაღლესი ხარისხისაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ჰყვავის ივნისის ბოლოსა და ივლისში. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბრის თვეებში.

ცაცხვი უძველესი დროიდან (თანაყვავილედებითურთ) გამოიყენება. რადგან ყვავილობა ხანმოკლეა, ამიტომ მისი შეგროვება უნდა მოხდეს განსაზღვრულ პერიოდში. ყვავილები შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს. ეთერზეთს ფარიზოლს 0,05%-ის რაოდენობით. მცენარის ყვავილების 10%-იანი გამონახარში თაფლთან ერთად ძილის წინ მიღებისას დამაწყნარებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ნაყენს ბაქტერიოციდული თვისებაც აქვს. ამიტომაც შეიძლება პირის ღრუში მისი გამოვლება სხვადასხვა დაავადების დროს. ცხვირიდან და ჭრილობებიდან სისხლდენის შესაჩერებლად ცაცხვის თესლის ფხვნილს იყენებენ. ცაცხვის ფოთლებისა და კვირტის დანაყვით მიღებულ ფაფისებრ მასას ჩირქოვან გამონაყარზე და სიმსივნეებზე იდებენ ანტისეპტიკური ზემოქმედების მიზნით. ცაცხვის ნახშირის ფხვნილს დღეში 3-4 ჩაის კოვზს იღებენ კუჭის აშლილობის, მუცელბერვის, ბოყინის დროს. მასვე იყენებენ კბილების სახეხად. და ხორხის კიბოს სამკურნალოდ. ამისათვის ჯერ იყენებენ იმას, რასაც დანის წვერი აიღებს, ხოლო შემდეგ ყოველდღე ზრდიან დოზას, მეათე დღეს ადიან ერთ სუფრის კოვზამდე ერთ მიღებაზე, რის შემდეგაც ამ დოზას იღებენ სამი კვირის განმავლობაში ყოველდღე. ამავე დროს ცაცხვის ნახშირთან ერთად ზოგჯერ იღებენ ყოველდღე (დღეში ორჯერ) თითო სუფრის კოვზ სელის ზეთს.

საოჯახო პრაქტიკა: ცაცხვის ყვავილი მიიღება, როგორც ოფლის, შარდმდენი, აგრეთვე სისხლგამწმენდი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ერთ სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ცაცხვის ყვავილს დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დავდგათ 20 წუთის განმავლობაში. სვამენ დღეში ერთ ან ორ ჭიქას. მას მიიღებენ გაციებით გამოწვეული დაავადების დროს (გრიპი, ბრონქების კატარი, სახის ანთება), გარდა ამისა თირკმელისა და საშარდე ბუშტის ანთების დროს.

ცაცხვი, როგორც სამკურნალო, ასევე თაფლოვნების მხრივ, სწორუპოვარი მცენარეა ჩვენს ფლორაში. არ დაგავიწყდეთ ივნისსა და სექტემბერში ცაცხვის ყვავილებისა და თესლის აღება.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7911
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია