დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღევანდელი კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის დედის და ბავშვის ჯანმრთელობას
2011/03/21 13:09:40

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ორსულ ქალის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მხოლოდ 126 დღეს შეადგენს, რომლის განაწილებაც შეუძლია ორსულობისას და მშობიარობის  შემდეგაც. ანაზღაურება კი მხოლოდ 600 ლარს შეადგენს. ეს ყველაფერი საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის. ხოლო კერძო სამსახურის თანამშრომლებს დამქირავებელთან ერთად ინდივიდუალურად შეუძლიათ კონტრაქტის პირობების შეთანხმება.

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი, მაგდა ანიკაშვილი, აპროტესტებს დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობას და მოითხოვს მის გაზრდას. ქდმ-ს ინიცატივით დეკრეტული შვებულება მინიმუმ ექვსი თვე უნდა გახდეს, 180 დღე მაინც. შესაბამისად პროპორციულად უნდა გაიზარდოს ანაზღაურებაც.   დეკრეტში გასული ქალბატონები მოჭრილად იღებენ 600 ლარს, რომელიც მშობიარობასაც ვერ ანაზღაურებს. მით უმეტეს, ვერც ბავშვის საკვებს და მოვლის საშუალებებს. ქდმ მოითხოვს, დეკრეტის ანაზღაურება გაიზარდოს მინიმუმ 1000 ლარამდე ან  შეუნარჩუნდეს ხელფასი.

მაგდა ანიკაშვილი: „ჩვენ უკვე თითქმის ორი წელია, დავარეგისტრირეთ პარლამენტში ცვლილებები შრომის კოდექსში. ეს არ არის მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატების შეფასება. მსოფლიო შრომის ორგანიზაცია, ასევე ევროკავშირის ექსპერტები  როდესაც სწავლობენ ჩვენს შრომის ბაზარს, ამბობენ, რომ რეალურად შრომის კოდექსი მორგებულია მხოლოდ დამსაქმებელთა უფლებეზე და დასაქმებულთა უფლებებს  არ იცავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ერთი კონკრეტული თემა, დეკრეტული შვებულება, რომელიც ძალიან პრობლემური და მნიშვნელოვანია. ამიტომ ზეპარტიული ინტერესის საგანი უნდა გახდეს და ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ ეს კონკრეტული მუხლი მაინც შევცვალოთ“.

მათი აზრით, დღევანდელი კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის დედის და ბავშვის ჯანმრთელობას. თავიანთ არგუმენტებს ამყარებენ პედიატრების სტატისტიკით. ამ უკანასკნელთა მოსაზრებით, ხანმოკლე დეკრეტული შვებულება არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ მაშინაც კი, როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ჰყავთ, გადაიყვნონ ხელოვნურ კვებაზე. ბუნებრივი კვების უპირატესობები კი ყველასთვის ისედაც ცნობილია.

იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად კომფორტული პირობები შექმნას იმისთვის, რომ როგორც წესი და რიგია, ისე წარიმართოს ორსულობა, მშობიარობა, ახალშობილის დაბადება და მისი სიცოცხლის პირველი თვეები, პირიქით ხდება. ეს კანონმდებლობა აიძულებს დასაქმებულ ქალს, რომ თითქმის მშობიარობამდე იაროს სამსახურში  და შეასრულოს მისი მოვალეობა, რათა შემდეგ უფრო გახანგრძლივდეს სახლში მისი ყოფნის პერიოდი ანუ დედისა და შვილის ერთად ყოფნა. ეს არათუ სოციალური საკითხი და უსამართლობაა, არამედ, უკვე ჯანდაცვის პრობლემაც ხდება, - აღნიშნავს მაგდა ანიკაშილი.

ქრისტიან-დემოკრატიული პარტია მიიჩნევს, რომ ორსული და განსაკუთრებით, დეკრეტიდან დაბრუნებული ქალი მიეკუთვნება სამსახურიდან გათავისუფლების რისკ ჯგუფს. ყველაზე ხშირად ასეთი ტიპის ქალებს ათავისუფლებენ დამსაქმებლები სამსახურიდან. „ძალიან ბევრი მომართვა გვაქვს, როცა დეკრეტიდან გამოსული ქალი მეორე დღესვე გაათავისუფლეს სამსახურიდან. დამსაქმებელი ამას მარტივად უყურებს. ქალს აქვს სხვა საზრუნავი და ის ისეთი ეფექტური მუშახელი ვერ იქნება, მაგრამ სად არის ამ დროს სახელმწიფო? მან უნდა დაიცვას ქალის ინტერესები,  ეს, ვფიქრობ, რომ ძალინ პრობლემურია.  მე მარტო ემოციის დონეზე არ ვსაუბრობ. ძალიან რთულია, როცა ორი-სამი თვის ბავშვს ტოვებ და გადიხარ სამსახურში. ეს ჯანდაცვის კუთხითაც ქმნის პრობლემებს.  რაც უფრო დიდხანს არის დედა ბავშვთან, მით უფრო დაცულია ბავშვი.“ - აღნიშნავს მაგდა ანიკაშვილი.

ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს გვერდზე აქვს გადადებული დედებისა და ბავშვების პრობლემა. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში დედათა და ბავშვთა დეპარტამენტის გაუქმებაც ამის ნიშანია. მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, მათი საკანონმდებლო ინიციატივა ხელოვნურად ფერხდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე მიიჩნევს, რომ დეკრეტული შვებულება  მართლაც ხანმოკლეა და ანაზღაურებაც არ არის საკმარისი, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ ანაზღაურებისა და შვებულების გახანგრძლივება დამოკიდებულია საკმაოდ დიდ ხარჯებთან. ეს კი დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში შეუძლებელია. ხოლო ძუძუთი კვებასთნ დაკავშირებით საჯარო სამსახურის თანამშრომლებს კანონის მიხედვით აქვთ გარკვეული შეღავათები თავიათ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

ოთარ თოიძე: „ჩემი პირადი აზრია, რომ ამ ინიციატივას დიდი შესწავლა სჭირდება. დასადგენია,  ექნება თუ არა დიდი სარგებელი დეკრეტის თანხის მომატებას. ხანდახან რამეს გავაკეთებთ  და მერე აღმოჩნდება, რომ ეს არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც გვეგონა. რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებას, ზოგჯერ ერთი კონკრეტული შემთხვევა არის საკმარისი კანონის შესაცვლელად, ზოგჯერ კი რამდენიმე შემთხვევაც არ ცვლის არაფერს“. 

ამჟამად კი მთავრობას სხვა პრიორიტეტები აქვს, მაგალითად, როგორიცაა სექტემბრიდან პენსიების 100 ლარამდე გაზრდა. ამიტომ უახლოეს მომავალში  ქდმ-ს კანონპროექტის ინიციატივის განხილვას, ალბათ, არ უნდა ველოდოთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია