დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვირუსის მომატება თებერვალშია მოსალოდნელი!
2011/01/31 12:46:24

„ღორის გრიპით“ დაინფიცირებულთა რიცხვმა ბოლო დროს საქართველოში 55-ს მიაღწია. H1N1-ვირუსით ერთი კვირის განმავლობაში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის სამი ადამიანის გარდაცვალება ქუთაისში დაფიქსირდა. რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ: ორსული ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები. ჯანდაცვის სამინისტროს ვარაუდით, ვირუსის  მომატება თებერვალშია მოსალოდნელი. 

როგორ უნდა დავიცვათ თავი „ღორის გრიპისგან“ და რამდენად მოსალოდნელია პანდემია? სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებით გვესაუბრება ქუთაისის დედათა და ბავშვთა სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის სამეანო - ობსერვატორიული განყოფილების გამგე ზურაბ კილაძე.

 

- ბატონო ზურაბ, რას ნიშნავს „ღორის გრიპი“ და რატომ გავრცელდა ადამიანებში?

- ეს არის ჩვეულებრივი ვირუსი. იგი პირველად აღმოაჩინეს ღორებში და შემდეგ გადავიდა ადამიანებში. ჩვეულებრივი გრიპული ინფექციაა, რომელიც უმთავრესად ფილტვების ანთებით რთულდება. არსებობს A და B ტიპის ვირუსი, ყველაზე საშიშია A. ტიპის, რომელიც ხშირად ადამიანის სიკვდილს იწვევს. ასეთი გრიპული ინფექცია ყოველთვის იყო და იღებდა სეზონურ ხასიათს. ნებისმიერ გრიპს სჭირდება დროული მკურნალობა, თორემ სავალალო შედეგს მივიღებთ. დღეს, რაღაცნაირად, ხალხმა „ღორის გრიპი“ აიტაცა და შიშის ქვეშ იმყოფებიან. რაკი H1N1-ით მოვიხსენიებთ, იმას კი არ ნიშნავს, რომ უკურნებელი სენია!

- როგორი სიმპტომები ახასიათებს ამ გრიპს?

- სიმპტომები იგივე აქვს, რაც ჩვეულებრივ გრიპოზულ ინფექციას. ეს არის სურდო, ხველება, ყელში უსიამოვნო შეგრძნება, თავის ტკივილი, შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპოზული მოვლენა, რომელსაც დროული მკურნალობა სჭირდება. ვინც დასაწყისშივე მოგვმართეს, ისინი გამოჯანმრთელდნენ და გავწერეთ გართულების გარეშე.

- რამდენი პაციენტი მკურნალობს ამჟამად თქვენს კლინიკაში და მათი მდგომარეობა როგორია?

- ბოლო მონაცემებით, ჩვენს ცენტრში დაახლოებით თხუთმეტ პაციენტს აუღეს ანალიზი, თბილისში გაიგზავნა და პასუხს უახლოეს დღეებში მივიღებთ. ხოლო ამჟამად რვა ორსული ქალბატონი წევს კლინიკაში, ყველანი კარგად არიან და მალე გავწერთ.

- მაინც, რა პრეპარატებით შეიძლება ვირუსით დაავადებული ადამიანების გამოჯანმრთელება?

- ჩვენთან სპეციფიკური მკურნალობაა, რვავე ორსულ ქალს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. დღესდღეობით არის პრეპარატები „ტამიფლუ“ და „რელენზა“, რომლის საკმაო მარაგი გვაქვს. ამ მხრივ დეფიციტს არ განვიცდით, მთავარია, ხალხმა დროულად მოგვმართოს.

- ბატონო ზურაბ, მოსალოდნელი ხომ არ არის ეპიდემია?

- ჯერჯერობით, ეპიდემიაზე საუბარი ნაადრევია, იმიტომ, რომ ასეთი გრიპოზული ინფექციები ამ პერიოდს ახასიათებს და არ არის საგანგაშო. მაგალითად, წელს ღორის გრიპით დაავადებულთა რაოდენობრივი მაჩვენებელი ნაკლებია შარშანდელზე. ყველაზე აღსანიშნავია, რომ პაციენტები დროულად მოგვმართავენ და, რათქმა უნდა, ამას დადებითი შედეგი მოაქვს.

- როგორ დავიცვათ თავი ვირუსისაგან? მთავარი არის ის, რომ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ?

- ჩვილი, მოზარდი, ორსული და ხანდაზმული ადამიანები. იმ კატეგორიას მიეკითვნებიან, ვისაც იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული და დაავადება ურთულდებათ. როგორც ჩვეულებრივი გრიპისგან ვიზღვევთ თავს, ისე უნდა დავიცვათ. პირველ რიგში საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელის ხშირი დაბანა, მოვერიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს და სასურველია ვატაროთ პირბადე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2262
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია