დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლაშა კილაძე: „A ტიპის ვირუსის პანდემიაზე საუბარი არ არის, თუმცა ბუნებრივია ვირუსი ვრცელდება“
2011/01/24 16:26:36

დღეს ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში ღორის გრიპით ორი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულებს H1N1 დაუდასტურდათ.  კიდევ კლინიკაში 12-ზე მეტი ადამიანი ტამიფლუს პროგრამით მკურნალობს.

რა მდგომარეობაა  სხვა კლინიკებში?  როგორც გავარკვიეთ, მჟამად აკადემიკოს ზურაბ ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ღორის გრიპით დაავადებული სამი ადამიანი მკურნალობს. psnews.ge-სთან საუბარში ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ გვითხრა: „ჩვენს კლინიკაში A-ტიპის ვირუსით დაავადებული სამი პაციენტი იმყოფება, ერთი მათგანის მდგომარეობა არის სტაბილური, ხოლო ორი პაციენტი განეკუთვნება დაავადების რისკ ჯგუფს. საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით, ჩვენთან გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. პანდემიის დონეზე საუბარი არ არის, თუმცა, ბუნებრივია, ვირუსი ვრცელდება. მოსახლეობა უნდა იყოს ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით რისკ ჯგუფები (ფეხმძიმე ქალები და ბავშვები) და თვითმკურნალობის ნაცვლად დროულად მიმართონ შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებას, მათ დაუყოვნებლივ დაეწყებათ მკურნალობა. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, რომ მოსახლეობა მედიკამენტებით უზრუნველყოს.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია