დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღორის გრიპმა კვლავ შემოგვიტია!
2011/01/24 12:46:04

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ზამთარი თბილია, ღორის გრიპის ვირუსის თემა ისევ აქტუალურია. ამინდის ცვლილებასთან ერთად იმატა პაციენტების რაოდენობამ საავადმყოფოებში. ქუთაისში  H1NI ვირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ავადმყოფები დედათა და ბავშვთა ცენტრში მკურნალობენ. სამივე მათგანი ფეხმძიმეა. ერთ-ერთი, 18 წლის ორსული, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ავადმყოფებს ვირუსი სასწრაფო ტესტის საფუძველზე დაუდგინდათ. ანალიზის პასუხს ელიან ქუთაისის ინტერვენციულ მედიცინის ცენტრში. წინასწარი კვლევის საფუძველზე, სავარაუდოდ, 2 პაციენტს A ტიპის ვირუსი აღენიშნება, ორივე მათგანი პნევმონიის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

ლაშა კილაძის - ქუთაისის ინტერვენციული კლინიკის დირექტორის განცხადებით: ანალიზები ამ ეტაპზე უჩვენებენ სუსტად აქტიურ A ტიპის  ვირუსის არსებობას. მდგომარეობა ორი პაციენტისა არის სტაბილური. დამატებითი აპარატი ხელოვნური სუნთქვისთვის, ფილტვების ფილტრაცია არ სჭირდებათ“.

როგორც ჯანმრთელობის მინისტრი კახა ურუშაძე განმარტავს „პანიკის და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, ერთეული შემთხვევების დაფიქსირება სეზონური გრიპის დროს ბუნებრივია. მთავარია, ადამიანმა დროულად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებებს, ყველაფერი მზად არის და წამლის მარაგიც გვაქვს“.

A ტიპის ვირუსმა ქვეყანაში უკვე 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი ფეხმძიმე ქალბატონი ქუთაისში გარდაიცვალა. 2011 წელს H1N1 ვირუსით დაავადების 27 შემთხვევა დაფიქსირდა.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია