დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ირჩევენ სქესს?
2010/04/19 13:17:09

„განსხვავებული ორიენტაცია“ - ადრე ამგვარი შეფასება მართლაც განსხვავებულად ჟღერდა და მსგავსი ადამიანები განსხვავებულადაც გამოიყურებოდნენ, დღეისათვის კი ეს „მოდურადაც“ ჟღერს. ბოლო პერიოდში, ასეთი ორიენტაციის ადამიანების ეკრანებსა თუ რეალურ ცხოვრებაში გამოჩენამ იმდენად მასობრივი და ღია ხასიათი მიიღო, რომ, ერთი თანამედროვე ანეკდოტის არ იყოს, ბავშვი პროფესიასა და მსოფლმხედველობასთან ერთად, მოგვიანებით სქესსაც თვითონ ირჩევს. საინტერესოა, ადამიანების გარკვეული ჯგუფის არატრადიციული ორიენტაცია ჰორმონალური მოწყობის შედეგია, თუ მას პიროვნული არჩევანიც განსაზღვრავს? ამ თემაზე განათლების აკადემიის დოქტორს იაგო ბალანჩივაძეს ვესაუბრეთ.

- რა ასაკში იღვიძებს სექსუალურობა ბავშვში?

- გარდატეხის ასაკში არის წინაპუბერტული და პუბერტული პერიოდი. წინაპუბერტული, ანუ მოსამზადებელი პერიოდი - ეს არის უფრო ჰორმონალური მომწიფების პერიოდი, ხოლო პუბერტულ პერიოდში უკვე ხდება მთლიანად, მთელი სხეულის მომწიფება.

წინაპუბერტული პერიოდი გოგონებში იწყება 11-დან 13 წლამდე, ბიჭებში - 12-დან 14 წლამდე. პუბერტული - გოგონებთან 13-დან 14-16 წლამდე, ბიჭებში - 14-დან 17-18 წლამდე. ანუ, ამ პერიოდში ყველაზე მძიმედ განიცდის ბავშვი სქესობრივ მომწიფებას, იმიტომ, რომ ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს ფიზიოლოგიური ცვლილებები, მისი ჩამოყალიბება სქესის მიხედვით. ხდება კვერცხუჯრედის სრული მომწიფება. ამას ყველაზე მძიმედ განიცდის ბავშვი, ამ დროს ხდება ენერგიის ყველაზე მეტი წარტაცვა. ბავშვები ამ დროს არიან ყველაზე მეტად მოთენთილები და მოღვენთილები. ამას მიაქვს სხეულის დიდი ენერგია.

პუბერტულ პერიოდში ბავშვი სქესობრივად მწიფდება. აქ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესისადმი არის უკვე სხვადასხვა. მეორე სქესს უკვე აღიქვამენ, როგორც საწინააღმდეგოს. წინა პუბერტულ პერიოდში ჩნდება ლტოლვა და გრძელდება პუბერტულ პერიოდში. აქ უკვე ბავშვს უჩნდება სექსუალური აქტის ჩატარების მოთხოვნა. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა ბიჭებში.

ეს ყველაზე რთული პერიოდია.

- ორივე სქესისთვის ერთნაირად რთული?

- ეს ყველაზე რთული პერიოდია გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც. ბავშვი არ არის სრულად ჩამოყალიბებული, აღგზნება ამ ასაკში არის ძალიან დიდი და შეკავება - პატარა. ამდენად, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ გოგონებს, რომ ამ ასაკში არ მოხდეს სქესობრივი აქტი.

- რატომ ხდება, რომ ზოგჯერ მათ თავისივე სქესი იზიდავთ?

- თუ გოგონებში სჭარბობს მამაკაცური ჰორმონი, მას მიდრეკილება აქვს ქალისადმი. ბუნებრივია, რომელი ჰორმონიც სჭარბობს - მიდრეკილებაც იმისკენაა. თუ ბიჭი თავიდანვე ქალთა წრეში იზრდება, გოგოს სათამაშო უნდა, გოგოს კაბას იცვამს, გოგონას პირიქით - ბურთი უყვარს, ბიჭის ტანსაცმელს იცვამს... შეიძლება ეს ბავშვს უყვარდეს, მაგრამ როდესაც უკვე სქესობრივი მომწიფება დაიწყება, აი, ამ დროს ეცვლება მას ხედვა, - ბიჭი ბიჭის მდგომარეობას უბრუნდება და გოგო - გოგოსას, თუ ბავშვში არ ჭარბობს საწინააღმდეგო სქესის ჰორმონები.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანი წელს ზემოთ ქალია და წელს ქვემოთ - მამაკაცი. ამას სჭირდება ოპერაციული ჩარევა, რომ ან მამაკაცი დარჩეს, ან ქალი. ამას ხშირად ცუდად უყურებენ, მაგრამ იმას, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯოს , როგორც ადამიანი, სჯობს, ისეთი იყოს, როგორიც არის - აირჩიოს სქესი. იბადებიან ბავშვები, რომლებსაც ორივე სქესი აქვთ. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთის გაუქმება მანამ არ უნდა მოხდეს, ვიდრე მისი სქესობრივი მომწიფება, ჰორმონიზაცია არ მოხდება, რადგან ზოგჯერ ცდებიან.

- როცა საწინააღმდეგო სქესის ჰორმონები არ სჭარბობს ბავშვში, ამ შემთხვევაში თუ შეიძლება, რომ მან მოგვიანებით შეიცვალოს ორიენტაცია?

- შეიძლება კარგი ჰორმონალური განვითარება ჰქონდეს, მაგრამ სხვამ ბოროტად იმოქმედოს მასზე. ძალიან იშვიათად, როცა ერთსა და იმავე სქესთან გვაქვს საქმე, ისინი ერთი და იმავე ასაკის იყვნენ. უფრო ხშირად არის უფროსი ასაკის პირი, რომელმაც ვერ დაიკმაყოფილა საწინააღმდეგო სქესთან თავი და ცდილობს, მოეფეროს მისი ასაკის ბიჭს ან გოგოს. ამ დროს იმ პატარა ასაკის გოგოს ან ბიჭს ეს გათვითცნობიერებული ვერ ექნება. მაგრამ, თუ იმავე სქესის ადამიანისგან მიიღებს სიამოვნებას, ეს მერე რჩება მოთხოვნილებად და უკვე ეს არის მისი დაკმაყოფილების წესი.

შეიძლება მსგავსი ურთიერთობა იყოს იძულებით, შიშის ფაქტორით. არის ხშირად, რომ გოგონა გოგონასთან, ან ბიჭი ბიჭთან დაამყარებს კავშირს დაშინებით. ამ დროს მას სიამოვნება კი არა, შიში აქვს. მაგრამ, როდესაც ეს აქტი გრძელდება რამდენჯერმე, მერე გრძნობაც მოდის. ამ დროს ხდება კარგი, ნორმალური განვითარების ადამიანის დაკარგვა და მისი არასწორი გზით წასვლა.

- პირველი გამოცდილება მნიშვნელოვანია?

- ძალიან მნიშვნელოვანი! როდესაც ბიჭმა იცის, რა არის ქალი, ძალიან ძნელია კაცთან მისი ურთიერთობა. არიან ისეთები, ორივე სქესთან რომ უჩნდებათ ურთერთობის მოთხოვნილება. არ უნდა ჰქონდეს მას ეს მოთხოვნილება, მაგრამ მაინც არის.

- რა შეიძლება ქნას მშობელმა, რომელიც მსგავს გამოვლინებას შეამჩნევს ბავშვში?

- როცა ჩვენ შევამჩნევთ, რომ ბიჭს გოგოსკენ, ან გოგოს ბიჭისკენ აქვს მისწრაფება, რა თქმა უნდა, ამას თავისებური შესწავლა და დადგენა სჭირდება - 10-11 წლიდან რა ჰორმონები სჭარბობს მასში. თუ ბიჭი იქცევა უფრო ნაზად, უფრო ხშირად გოგონებთან თამაშობს და საერთო ენას ვერ ნახულობს ბიჭებთან, უნდა მიხვდეს მშობელი, რომ პრობლემაა შვილში და აუცილებლად მისი შემოწმება უნდა მოხდეს ძალიან კარგად. დღეს მედიცინა იმდენად არის განვითარებული, რომ ამის დადგენა შეიძლება. ამ დროს ხდება მათი ჰორმონებზე მკურნალობა.

- ასაკს ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა?

- თუ ეს მოხდა ძალიან გვიან, უკვე დაგვიანებულია და არაფერი ეშველება და თუ მან სიამოვნება თავის სქესთან მიიღო და ეს არის მისი ვნების დაკმაყოფილების წყარო, ძალიან ძნელია, შემდეგ ის დავუბრუნოთ თავის სქესს და მას ლტოლვა არ ჰქონდეს თავისივე სქესის მიმართ. თუმცა, დიდი შრომის და მუშაობის შედეგად, ძალიან დიდი დროის შემდეგ, შეიძლება მივაღწიოთ ამას.

- ხშირად ისმის კითხვა - არის თუ არა ეს დაავადება?

- როდესაც ეს არის ჰორმონალური, ნამდვილად დაავადებაა და მას უნდა მკურნალობა, მაგრამ როდესაც ეს არ არის ჰორმონალური - არ არის დაავადება. თუმცა, ამასაც უნდა მკურნალობა. უბრალოდ, უნდა დავანახოთ მას საწინააღმდეგო სქესი: საკმარისია, ნახოს, რომ თურმე აქ უფრო მეტი სიამოვნებაა, მთავარია ეს დაინახოს - საწინააღმდეგო სქესი! ისიც მართალია, რომ თავიდან სიამოვნებას ვერ მიიღებს საწინააღმდეგო სქესთან, როცა პირველი სიამოვნება მიღებული აქვს თავისივე სქესთან - ამ დროს ცოტა ჭირს გადასვლა.

- განკურნებადია?

- დღეს ახალგაზრდები ძალიან ახლოს მივიდნენ რელიგიასთან და მე მსიამოვნებს, ამას რომ ვუყურებ. მორწმუნე ბიჭები და გოგოები ამას უკვე სხვაგვარად უყურებენ და ცდილობენ, თუ ამას მის ახლობელს შეამჩნევენ, მიიყვანონ ტაძარში, რომ სხვაგვარად მიუდგეს საკითხს. მე ვიცი ასეთი რამდენიმე შემთხვევა, რომ, ფაქტობრივად, გადაარჩინეს ადამიანი რწმენით და ეს ძალიან კარგია. ისინი დღეს ძალიან კარგი მოქალაქეები არიან, აქვთ საწინააღმდეგო სქესისადმი სხვანაირი დამოკიდებულება. ერთი გოგონა საერთოდ დარჩა მონასტერში, უარი თქვა ყველაფერზე . გაუკუღმართებულ ცხოვრებას ეს ნამდვილად ჯობია.

- ალბათ, შინაგანი სურვილიც საჭიროა...

- რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს შინაგანი სურვილი. მივიყვანოთ ადამიანი აქამდე - ძალინ რთული პროცესია, თუმცა ნელ-ნელა მაინც შესაძლებელი. თავშეკავებითაც შეიძლება გადალახოს, მთავარია, მარტო არ იყოს, მის გვერდით ვიღაც იდგეს. საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობას თუ მივაჩვევთ, ნელ-ნელა ეტაპობრივად შეიცვლება.

- რამდენად განსხვავებულად აქვთ ამ ადამიანებს ფსიქიკა მოწყობილი? ცნობილია, რომ ბევრი გენიოსი სწორედ არატრადიციული ორიენტაციის იყო...

- საერთოდ, ყველა ადამიანი ინდივიდია, მაგრამ რომ ვთქვა, რაიმე განსაკუთრებული აქვთო - არა! ინდივიდუალურია ყველაფერი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2302
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია