დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფსიქოლოგიური კურსები მოზარდებისთვის
2010/03/25 16:30:17

25 მარტს ქუთაისის ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ნიკა კუხიანიძემ, იმერეთის რეგიონის ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარემ დარეჯან მაღლაკელიძემ და ფსიქოლოგმა ციცი ჯინჯიხაძემ მერიის სააქტო დარბაზში მოწვეულ #2, #9, #17, #37, #45 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გააცნეს პროექტი „წარმატებული ადამიანი - წარმატებული საზოგადოება.“

29 მარტიდან ფსიქოლოგები ქალაქის ყველა საჯარო სკოლაში ჩაატარებენ ტრეინინგ-კურსებს, რომლის მიზანია ახალგაზრდა ადამიანებში წარმატებული პიროვნების აღზრდა, საკუთარი შესაძლებლობების განვითარების, თვითდამკვიდრების გამოვლენის და სწორი რეალიზაციის ხელშეწყობა.

სკოლებში ფსიქოლოგები ძირითადად შემდეგ სფეროებს მიაქცევენ ყურადღებას: ფსიქოპროფილაქტიკა, ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქოკორექცია, ფსიქოლოგიური კონსულტაციები.

პრეზენტაციაზე საუბარი იყო მოსალოდნელ შედეგებზეც. პროექტის წარმატებით განხორციელება მოსწავლეს ხელს შეუწყობს, მოახდინოს საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრული გამოვლენა და განვითარება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია