დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უმწეოები - შეღავათების გარეშე
2010/02/26 19:56:58

რამდენიმე კვირაა, ქუთაისის სკოლის მოსწავლეებს სკოლაში ჯანმრთელობის ცნობისა და საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მიტანას ავალდებულებენ. მოსწავლეთა ნაწილისათვის ამ ცნობების აღება დაუბრკოლებლად ხდება, თუკი ფულს გადაიხდი. ბავშვთა პოლიკლინიკებში სკოლაში წარსადგენ ცნობაში 10 ლარის გადახდას ითხოვენ.

როგორც აღმოჩნდა, ცნობისათვის ამ თანხის გადახდა უმწეოთა პოლისით დაზღვეული ბავშვების მშობლებსაც მოსთხოვეს. ქალაქში ბევრი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

უბნის ექიმები, რომელთაც ევალებათ ცნობის გაცემა, პოლისის მქონე კლიენტებს ამ თანხის გადახდის გარეშე ცნობას არ უფორმებენ და უკან უშვებენ. პროტესტის გამოხატვის შემდეგ, უკეთეს შემთხვევაში, ურჩევენ მთავარ ექიმთან შეიარონ სიტუაციის გასარკვევად.­

ქუთაისის ბავშვთა პირველი პოლიკლინიკის მთავარ ექიმს კონკრეტული პასუხის გაცემა აღნიშნულთან დაკავშირებით უჭირს და აცხადებს, რომ უფასოდ ცნობის აღების გადაწყვეტილება თავად მან ან მისმა მოადგილემ ინდივიდუალრუდ უნდა მიიღონ(?). ამ პროცედურის გავლის აუცილებლობისათვის კი რამდენიმე არგუმენტს ასახელებს. გიორგი მიმინოშვილის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიები, მაგალითისათვის კომპანია „ალდაგი“, უმწეოთა მომსახურებისათვის მხოლოდ 140 ლარს უხდის სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც ცნობის სახით მხოლოდ ფორმა 100-ის გაცემის ვალდებულება შედის.

მისი მხრიდან დასახელებული მეორე არგუმენტი კი ის გახლავთ, რომ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული სიტუაცია ახალ პოლისებთან დაკავშირებით, რომელთათვისაც ცნობებს ვერ გასცემენ, სანამ არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება და სამედიცინო დაწესებულება არ მიიღებს დაზღვეულთა სახელობით სიას.

როგორც გიორგი მიმინოშვილი განმარტავს, ძველი პოლისის მფლობელს ცნობის აღება უფასოდ ეკუთვნის. ჩვენი ინფორმაციით კი ექიმები საერთოდ ვერ წყვეტენ, უმწეოთა პოლისიანისათვის ჯანმრთელობის ცნობის უფასოდ გაცემას მთავარი ექიმის გარეშე. მთავარი ექიმი ამის მიზეზად ამ საკითხში (პოლისებს გულისხმობს) ექიმთა გაუთვითცნობიერებლობას ასახელებს(?). 

იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებს ამ თანხის გადახდა უჭირთ, ბავშვისათვის ჯანმრთელობის ცნობების სკოლაში წარდგენას ისინი ვერ ახერხებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1902
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია