დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როცა ქუჩაში კაცი თავის თავს ელეპარაკება
2009/12/28 13:18:25

რა­ტომ ახდენს სა­ზო­გა­დოება ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობის პრობლე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნების დის­კრი­მი­ნა­ცი­ას?

მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მებით, ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლობა საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლებული და­­ვა­დებაა და იგი, შე­იძ­ლება, ყოველ მე­ოთხე ადა­მი­ანს და­­მარ­თოს, თუნ­დაც ერთხელ ცხოვ­რების მან­ძილ­ზე.

სტა­ტის­ტი­კა მსოფ­ლი­­ში, დაახლოებით, 450 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს ით­ვლის, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობის პრობლე­მები აღე­ნიშ­ნება. ფსი­ქი­კუ­რი და­­ვა­დებები ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლებულ და­­ვა­დებათა რიცხვში შე­დის - გუ­ლის და­­ვა­დებების შემ­დეგ მას მე­­რე ად­გი­ლი უჭი­რავს. თუმ­ცა, დეპ­რე­სია, ფობიები, ში­ზოფ­რე­ნია და სხვა იმ და­­ვა­დებათა რიცხვს მი­­კუთ­ვნება, რომ­ლებიც ხშირ შემთხვე­ვა­ში გან­კურ­ნებადია. ფსი­ქი­ატ­რების თქმით, კი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობა უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლობის არ­ქო­ნა.

დღეს ქუ­ჩა­ში არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად შეხვდებით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებიც და­დი­ან და თა­ვის თავ­თან საუბრობენ, ან იცი­ნი­ან, შე­საძ­ლოა, თქვე­ნი ყურად­ღება უც­ნა­ურ­მა შე­ძახილ­მაც მი­იქ­ცი­ოს: „შე­ვარ­დნა­ძეს გა­უ­მარჯოს!“ „გა­უ­მარჯოს ქურ­დებს!“ „სტა­ლი­ნი მო­დის!“ შე­ძახილების ავ­ტო­რების მი­მართ სა­ზო­გა­დოებას ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია აქვს: „გიჟია!“, ეს უკა­ნას­კნე­ლი სტიგ­მაა, რო­მე­ლიც იწ­ვევს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობის პრობლე­მების მქო­ნე ადა­მი­ა­ნების იზო­ლა­ცი­ას სა­ზო­გა­დოების­გან.

ძნე­ლად მო­ი­ძებნება ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ღი­ად ისაუბრებს თა­ვის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობის პრობლე­მებზე, რად­გან ეს ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახდენს მას­ზე, აყოვ­ნებს მკურ­ნა­ლობის პრო­ცე­სის დაწყებას და ხელს უშ­ლის გა­მოჯან­მრთე­ლებას. მე­ო­რეს მხრივ, სა­ზო­გა­დოებრივ დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­საც იწ­ვევს, ეს კი ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა შეზ­ღუდ­ვაა სო­ცი­ა­ლუ­რი, ეროვ­ნუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი ან სხვაგ­ვა­რი მდგო­მა­რეობის ნიშ­ნით.

თუმ­ცა, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის­გან დაც­ვის გა­რან­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-14 მუხლი იძ­ლე­ვა, სა­დაც წე­რია: „ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი დაბადებით და კა­ნო­ნის წი­ნა­შე თა­ნას­წო­რია, მიუხედა­ვად რა­სი­სა, კა­ნის ფე­რი­სა, ენი­სა, სქე­სი­სა, რე­ლი­გი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი და სხვა შეხედუ­ლებებისა, წარ­მო­შობისა, ქო­ნებრი­ვი და წო­დებრი­ვი მდგო­მა­რეობისა, საცხოვ­რებელი ად­გი­ლი­სა. დის­კრი­მი­ნა­ცი­ის­გან დაც­ვის გა­რან­ტი ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა საყოველ­თაო დეკ­ლა­რა­ცი­ის მე-7 მუხლი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-14 მუხლი.

ფსი­ქი­ატ­რი ვახტანგ სიხარუ­ლი­ძე პრობლე­მას სტიგ­მა­ში ხედავს, რო­მე­ლიც პირ­და­პირ აი­სახება ფსი­ქი­კუ­რი პრობლე­მების ქმო­ნე ადა­მი­ან­ზე. „მე არ მეს­მის, რო­ცა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი ამბობს, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობის პრობლე­მების მქო­ნე ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დოების­თვის სა­ში­ში­აო. რას ნიშ­ნავს     „სა­ზო­გა­დოების­თვის სა­ში­ში“? ვინც კრი­მი­ნა­ლურ და­ნა­შა­ულს ჩა­დის, ის არ არის სა­ზო­გა­დოებისა­თის სა­ში­ში? სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ ამ­გვარ და­ნა­შა­უ­ლებს ფსი­ქი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩა­დის. სუ­ლი­ე­რად ჯან­მრთე­ლი მხოლოდ იე­სო ქრის­ტე და დე­და ღვთის­მშობელი იყო. სტიგ­მა კო­მუ­ნის­ტურ­მა პარ­ტი­ამ უფ­რო გა­ამყარა იმ კუთხით, რომ მათ პო­ლი­ტი­კურ მრწამსს ვინც არ იზი­ა­რებდა, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვადმყოფოებში აწ­ვენ­დნენ, ხოლო იქი­დან გა­მო­სუ­ლებს ყვე­ლა „გიჟად“ ნათ­ლავ­და. გიჟის საუბარს კი სა­ზო­გა­დოება ნაკ­ლებად იზი­ა­რებს. ეს იყო მა­შინ­დე­ლი რე­ა­ლობა, რო­ცა კო­მუ­ნის­ტები ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობის პრობლე­მების მქო­ნე ადა­მი­ა­ნების მდგო­მა­რეობას ბორო­ტად იყენებდნენ. მაგ­რამ ფსი­ქი­ატ­რია მა­ში­ნაც და ახლაც უფ­რო მა­ღალ იდე­ა­ლებს ემ­სახურება. კო­მუ­ნის­ტების მი­ერ „გიჟად“ მო­ნათ­ლუ­ლები თა­ვი­სუფ­ლების­თვის იბრძოდ­ნენ. პა­რა­ლე­ლუ­რად კი კო­მუ­ნის­ტები ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვადმყოფოებში მო­მუ­შა­ვე ფსი­ქი­ატ­რებზეც ახდენ­დნენ ზე­წო­ლას, თუმ­ცა ბევ­რი ფსი­ქი­ატ­რი მათ შე­თა­ვა­ზებებს არ და­ე­თანხმა. ამან ფაქ­ტობრი­ვად, დარ­გი გა­და­არ­ჩი­ნა, ხოლო მე­ო­რეს მხრივ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობის პრობლე­მებს გა­და­ურ­ჩა,“ - ამბობს ჩვენ­თან საუბარ­ში ვახტანგ სიხარუ­ლი­ძე.

ფსი­ქო­ლოგ და­ვით ფორჩხიძის თქმით: „ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლობასა და პა­თო­ლო­გი­ას შო­რის მკვეთ­რი ზღვა­რი არ არ­სებობს. ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობის პრობლე­მების მქო­ნე ადა­მი­ა­ნები არ­სით ბორო­ტები არ არი­ან.

ქარ­თვე­ლები ღრმად მორ­წმუ­ნე ერი ვართ. მარ­თლმა­დი­დებლობა ადა­მი­ა­ნების მი­მართ შემწყნა­რებლობას ქა­და­გებს. ვფიქ­რობ, რომ ჩვენ­მა სა­ზო­გა­დოებამ კი­დევ დი­დი გზა უნ­და გან­ვლოს, რა­თა ეს ადა­მი­ა­ნები სა­ზო­გა­დოების სრულ­ფა­სო­ვან წევ­რებად აღი­ა­როს.

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობის პრობლე­მების მქო­ნე ადა­მი­ა­ნების დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სა­ზო­გა­დოების ნაკ­ლებ ინ­ფორ­მი­რებულობაა.“

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი „ფსი­ქი­ატ­რი­­ლი დახმა­რების შე­სახებ“ ფსი­ქი­კუ­რი პრობლე­მების მქო­ნე ადა­მი­ან­თა უფ­ლებებს მკაც­რად გან­საზ­ღვრავს. იქ წე­რია, რომ: „სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სახელ­მწი­ფო აღი­ა­რებს, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობა არის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლობის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­წი­ლი და სა­ზო­გა­დოების კე­თილ­დღეობის აუ­ცი­ლებელი პი­რობა, ხოლო ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლობის მქო­ნე პირ­თა უფ­ლებების დაც­ვა - სახელ­მწი­ფოს მო­ვა­ლეობაა.“ მიუხედა­ვად ამი­სა, ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლობის მქო­ნე ადა­მი­ა­ნების უფ­ლებები ხში­რად ირ­ღვე­ვა, რად­გან მათ­თვის ნაკ­ლებად ხელ­მი­საწ­ვდო­მია ჯან­დაც­ვა, გა­ნათ­ლება, და­საქ­მება, საცხოვ­რებელი. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებლობით, ისი­ნი სარ­გებლობენ იმა­ვე უფ­ლებებით, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მო­ქა­ლა­ქეები. ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი „ფსი­ქი­ატ­რი­­ლი დახმა­რების შე­სახებ“ (მუხლი 6, მე-2 პუნ­ქტი) ამბობს: „ნების­მი­ე­რი შეზ­ღუდ­ვა უნ­და ემყარებოდეს პი­რის არა მხოლოდ ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლობის დი­აგ­ნოზს, არა­მედ მის ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რეობას და სო­ცი­ა­ლუ­რი ადაპ­ტა­ცი­ის ხარისხს.“

ნი­ნო ზავ­რა­დაშ­ვი­ლი უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობის პრობლე­მების მქო­ნე ადა­მი­ა­ნების უფ­ლებებზე მუ­შაობს. მი­სი თქმით: „რო­ცა ადა­მი­ა­ნის შეზ­ღუდ­ვა ემყარება არა რა­ი­მე დი­აგ­ნოზს, არა­მედ ფსი­ქი­კურ შეზ­ღუდ­ვას, სა­ჭი­როა პა­ცი­ენ­ტის უფ­ლების დაც­ვა. პა­რა­ლე­ლუ­რად არ­სებობს შეხედუ­ლება, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობის პრობლე­მის დი­აგ­ნო­ზიც კი საკ­მა­რი­სი­ა, რა­თა ადა­მი­ანს შე­უზ­ღუ­დონ უფ­ლებები. ტრა­დი­ცი­უ­ლად არ­სებობს შეხედუ­ლება, რომ გვე­ში­ნია ფსი­ქი­კუ­რი დი­აგ­ნო­ზის. რად­გან ვთვლით, რომ და­ა­ვა­დებულ ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია ის­წავ­ლოს, იმუ­შა­ოს და ასე შემ­დეგ. რე­ა­ლუ­რად კი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რეობა არა­ფერს არ ნიშ­ნავს. ადა­მი­ა­ნის ნი­ჭის და შე­საძ­ლებლობების შე­ფა­სება უნ­და მოხდეს არა დი­აგ­ნო­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, არა­მედ რე­ა­ლუ­რად, კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში მას რა შე­უძ­ლია. ანუ რად­გან მე ერთხელ უკ­ვე მოვხვდი ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვადმყოფო­ში ეს არის და­ღი, რომ ხვალ ვე­ღარ შევ­ძლებ რა­ი­მე კარ­გის გა­კე­თებას. დღეს კი სა­ზო­გა­დოება დი­აგ­ნო­ზის უკან პი­როვ­ნებას ვერ ხედავს. კო­მუ­ნის­ტუ­რი რეჟიმი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი იყო, მი­სი ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლება სა­ზო­გა­დოების სრუ­ლი კონ­ტრო­ლი იყო. ეს კი რე­ა­ლუ­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის და თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნების დათ­რგუნ­ვას ემ­სახურებოდა. ამ რეჟიმ­ში განსხვა­ვებული და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ცხოვ­რების­თვის სა­შიშ მცნებებად ჩა­მოყალიბდა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვინც ჩვენ­გან განსხვა­ვებულია, ჩვენ­თვის აღიქ­მება რო­გორც საფრთხის მომ­ტა­ნი. ჩვენ უნ­და მი­ვეჩ­ვი­ოთ იმას, რომ რე­ა­ლობის უკან ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი და­ვი­ნახოთ და პა­ტი­ვი ვცეთ ამ ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებლობებს, ამი­ტომ ჩვე­ნი და­მო­კი­დებულება ამ ადა­მი­ა­ნების მი­მართ უნ­და შე­იც­ვა­ლოს, რად­გან ეს იმ რეჟიმის­გან მო­დის, რო­მე­ლიც წლების მან­ძილ­ზე მუ­შაობდა იმა­ზე, რომ სა­ზო­გა­დოებას განსხვა­ვებული აზ­რი არ მი­ე­ღო.

კა­ნო­ნების პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ზო­გა­დოებაში არ­სებული დრო­მოჭ­მუ­ლი მი­თების მსხვრე­ვაც სა­ჭი­როა. რად­გან ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დება სა­ზო­გა­დოების აზ­როვ­ნებაში ასო­ცი­რებულია სა­შიშ­როებას­თან და და­ნა­შა­ულ­თან. თუმ­ცა, ზოგჯერ ამ და­ნა­შა­უ­ლის­კენ ფსი­ქი­კუ­რი პრობლე­მების მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს თა­ვად სა­ზო­გა­დოება უბიძ­გებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2225
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია