დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აჩერებს თუ არა „ტამიფლუ“ H1N1-ს?
2009/12/28 13:06:13

ქუ­თა­ი­სის სტა­ცი­ო­ნა­რებში უკ­ვე H1N1-ის გახში­რებული სტა­ტის­ტი­კა ფიქ­სირ­დება. რე­კო­მენ­დებული „ტა­მიფ­ლუს“ ეფექ­ტუ­რობა სა­ეჭ­ვო ხდება. ვი­რუ­სის სიმ­პტო­მებსა და და­ა­ვა­დებული პა­ცი­ენ­ტების მდგო­მა­რეობაზე დე­და­თა და ბავ­შვთა სამხარეო ცენ­ტრი­სა და სამხარეო კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვადმყოფოს ექიმ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი მა­ნა­ნა მჟავა­ნა­ძე გვე­საუბრება.

 

- რამ­დე­ნად გა­­ზარ­და მო­მარ­თვი­­ნობა დე­და­თა და ბავ­შვთა სამხარეო ცენ­ტრში, ძი­რი­თა­დად რა დი­აგ­ნო­ზით შე­მო­დი­ან პა­ცი­ენ­ტები? 

- პა­ცი­ენ­ტები გად­მოჰყავს კა­ტას­ტრო­ფის სამ­სახურს ან თვით­მო­მარ­თვი­თაც შე­მო­დი­ან. აქამ­დე ხალხი ამ და­ა­ვა­დებას არა­სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გებოდა, თუმ­ცა ახლა და­მო­კი­დებულება იც­ვლება. მო­მარ­თვი­ა­ნობა ნამ­დვი­ლად ინ­ტენ­სი­უ­რი გახდა. პა­ცი­ენ­ტები შე­მო­დი­ან ცალმხრი­ვი ან ორმხრი­ვი, გარ­თუ­ლებული პნევ­მო­ნი­ით. ახლა 23 წლის ფეხმძი­მე გო­გო მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა შე­ერ­თებული და კრი­ტი­კულ მდგო­მა­რეობაში იმყოფება. პა­ცი­ენ­ტების უმე­ტე­სობა ფო­თი­დან, მარ­ტვი­ლი­დან, წყალ­ტუბოდან, თერჯოლი­დან და ტყიბული­დან შე­მოჰყავთ. თით­ქოს და­ა­ვა­დების ერ­თგვა­რი კე­რები გაჩ­ნდა. დღე­ის­თვის H1N1-ის დი­აგ­ნო­ზით 13 პა­ცი­ენ­ტი წევს.

- ლე­ტა­ლუ­რი შემთხვე­ვა რამ­დე­ნი იყო ამ სა­­ვადმყოფო­ში და რა მდგო­მა­რეობით შე­მო­ვიდ­ნენ ეს პა­ცი­ენ­ტები?

- სამ­წუხაროდ, ორი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ისი­ნი უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რეობით შე­მო­ვიდ­ნენ. 26 წე­ლია, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გად ვმუ­შაობ და, ალბათ, თი­თებზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი შემთხვე­ვების გახსე­ნება შე­იძ­ლება, რო­ცა ფილ­ტვების ან­თება ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რუ­ლებულა.

ეს ვი­რუ­სი ამჟამად, რა­ტომ­ღაც, უფ­რო ხში­რად ახალ­გაზ­რდა პო­პუ­ლა­ცი­ა­ში ხვდება, ძი­რი­თა­დად ფეხმძი­მეები ავად­დებიან, რად­გა­ნაც მა­თი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა სუს­ტია. თუმ­ცა იმის ახსნაც ძნე­ლია, რომ მა­მა­კა­ცებიც ავად­დებიან. ცო­ტა ხნის წინ 45 წლის, პრაქ­ტი­კუ­ლად ჯან­მრთე­ლი ქალბატო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ჯერ მო­უ­ა­რა ქმარ-შვილს, რომ­ლებიც გა­ცი­ვებული იყვნენ, მე­რე დამ­ძიმ­და მი­სი მდგო­მა­რეობა. მერ­წმუ­ნეთ, რომ, რო­ცა სურ­დო და­ეწყება პა­ცი­ენტს, ექიმ­თან არა­ვინ გარბის მა­შინ­ვე.

და­ა­ვა­დება მძი­მე შემთხვე­ვა­ში, მკურ­ნა­ლობის მიუხედა­ვად, მა­ინც პროგ­რე­სი­რებს.

- პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლების სა­ფუძ­ველ­ზე, „ტა­მიფ­ლუს“ ეფექ­ტუ­რობაზე რა შე­იძ­ლება ით­ქვას?

- სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ციებიც არ­სებობს მის გა­მოყენებაზე, თუმ­ცა ის ავადმყოფობის 1-48 სა­ათ­ში ით­ვლება ეფექ­ტუ­რად. რო­ცა გარ­თუ­ლება იწყება, არა მგო­ნია, მან დი­დი სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლოს.

„ტა­მიფ­ლუს“ გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნებიც ახასი­ა­თებს: კუ­ჭის ტკი­ვი­ლი, კუ­ჭის წვა, გუ­ლის რე­ვა, დის­კომ­ფორ­ტი, ზოგჯერ პა­ცი­ენ­ტები უარს ამბობენ მის მი­ღებაზე და ასეთ შემთხვე­ვა­ში არა­ნა­ი­რი უფ­ლება გვაქვს, და­ვა­ძა­ლოთ მათ ეს პრე­პა­რა­ტი.

ეს შტა­მი იმ­დე­ნად ახალია, მას­ზე ნაკ­ლები ინ­ფორ­მა­ცია არ­სებობს. იმის თქმა, რომ ერთხელ ჰქონ­და ადა­მი­ანს ვი­რუ­სი და მე­ო­რედ აღარ შეხვდება, არას­წო­რია. ადა­მი­ანს ორჯერ ავა­დობის შემ­დეგ უჩ­ნდება მის მი­მართ იმუ­ნი­ტე­ტი, თუმ­ცა ამას გა­უძ­ლებს თუ არა ორ­გა­ნიზ­მი, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია.

- ზო­გი­ერთ ქვეყანა­ში დაწყებული ვაქ­ცი­ნა­ცია აზ­რთა სხვა­დასხვაობას იწ­ვევს. ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­საც გა­მოც­დის 6 თვი­­ნი პე­რი­­დი ჯერ არ გა­უვ­ლია, რამ­დე­ნად სა­­მე­დო შე­იძ­ლება იყოს?

- ამე­რი­კა­ში უკ­ვე და­იწყო ვაქ­ცი­ნა­ცია, ისი­ნი იმ­დე­ნად პრაგ­მა­ტუ­ლი ხალხია, არა მგო­ნია, უსა­ფუძ­ვლოდ ენ­დობოდ­ნენ რა­ი­მე პრე­პა­რატს, თუ მი­სი ანო­ტა­ცია დე­ტა­ლუ­რად არ ეცო­დი­ნებათ.

- ქუ­თა­­სის სხვა სა­­ვადმყოფოებთან რამ­დე­ნად კო­ორ­დი­ნი­რებულად მუ­შაობთ?

- ყოველ­დღი­უ­რად გვაქვს კავ­ში­რი და ვი­გებთ, რა ხდება სხვა­გან, ვინ­მემ ხომ არ მი­აღ­წია რა­ი­მე შე­დეგს. რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გები მუდ­მივ კონ­ტაქ­ტში ვართ. ამ და­ა­ვა­დებას­თან საბრძოლ­ვე­ლად რო­გორც ჩანს, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტები უძ­ლუ­რი არი­ან, რო­ცა პა­ცი­ენ­ტები ჩვენ­თან გად­მო­დი­ან, უკ­ვე ვი­რუ­სუ­ლი სტა­დია გავ­ლი­ლი აქვთ.

- იმ შემთხვე­ვა­ში, თუ ეპი­დე­მია გა­მოცხად­და, რა რეჟიმ­ში მოგ­ვი­წევს ცხოვ­რება?

- ასეთ დროს ქვეყნის ყვე­ლა საზ­ღვა­რი იკე­ტება, კა­რან­ტი­ნი ცხად­დება, დაიხურება სკო­ლები და სა­ზო­გა­დოებრი­ვი თავ­შეყრის ად­გი­ლები.

- ამ რე­­ლობების გათ­ვა­ლის­წი­ნებით, რა შე­იძ­ლება ურ­ჩი­ოთ მო­სახლეობას?

- აუ­ცი­ლებლად ია­რეთ ნიღბით, გან­სა­კუთ­რებით - ტრან­სპორ­ტში, ბაზ­რობასა და თავ­შეყრის ად­გი­ლებზე. მთე­ლი უკ­რა­ი­ნა ნიღბებით და­დი­ო­და. პირბადით არა მხოლოდ სა­კუ­თარ თავს, არა­მედ სხვებსაც იცავთ. ყვე­ლა ბებიას კა­რაბადინ­ში წე­რია, რომ იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რება ნივ­რით, C ვი­ტა­მი­ნით და ამ ვი­ტა­მი­ნებით მდი­და­რი პრო­დუქ­ტებით ხდება. კარ­გი შე­დე­გები აქვს ინჰალა­ციებს. რო­ცა შე­ამ­ჩნევთ სურ­დოს, მშრალ ხვე­ლას, ყელის ტკი­ვილს, თა­ვის ტკი­ვილს და ტემ­პე­რა­ტუ­რას, მა­შინ­ვე ზო­გად თე­რა­პევტს მი­მარ­თეთ. სამ­წუხაროდ, დაბალ ტემ­პე­რა­ტუ­რას ყურად­ღებას არ ვაქ­ცევთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2193
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია