დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
H1N1-ის ახალი მსხვერპლი
2009/12/23 13:15:07

ქუთაისში ე.წ. ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 29 წლის სოფო მაჭარაშვილი ავტოქარხნის საავადმყოფოში გვიან ღამით შეიყვანეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რეგიონებში სასუნთქი აპარატების დეფიციტის გამო პაციენტების ერთი ნაწილი თბილისში უკვე გადაიყვანეს. ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში კი ამ დრომდე სამი ფეხმძიმე ქალბატონი მკურნალობს, რომელთაც ვირუსული ინფექცია დაუდგინდათ

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორის, კახა ნურალიძის განცხადებით, აღნიშნულმა ცენტრმა რაიონების საავადმყოფოებს სასუნთქი აპარატები დაურიგა და ამ აქციას კიდევ გააგრძელებს, რათა დეფიციტი ამ მხრივ ნაწილობრივ მაინც აღმოიფხვრას.

საქართველოში ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული უკვე 950 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ დრომდე ასევე მძიმეა ამ ვირუსით ინფიცირებული 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმები წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებენ და აცხადებენ, რომ პაციენტი ისევ სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია