დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ღორის გრიპის“ კიდევ ერთი მსხვერპლი
2009/12/23 11:45:36

ეგრეთ წოდებული, „ღორის გრიპის“ ვირუსით ქუთაისის დედათა და ბავშვთა ცენტრში კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში 21 დეკემბერს ორივე ფილტვის მწვავე ანთებით მიიყვანეს. გარდაცვლილი 18 წლის წყალტუბოს რაიონში მცხოვრები სოფიო იოსელიანია. მედიკოსებმა ნაყოფის გადარჩენა ვერ შეძლეს, იგი ფეხმძიმობის მე-6 თვეში იმყოფებოდა.

გარდაცვალების მიზეზად ექიმები სტაციონარში დაგვიანებით გადაყვანას ასახელებენ. თუმცა საავადმყოფოში მიყვანისთანავე იგი სასუნთქ აპარატზე იქნა მიერთებული. ამ ეტაპზე კი ქუთაისის დედათა და ბავშვთა ცენტრში კიდევ ერთი ორსულია სასუნთქ აპარატზე მიერთებული. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2128
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია