დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შავი ტუშით შესრულებული „ფერადი ნახატების“ გამოფენა
2009/11/02 12:50:40

ცნობილია, რომ მსოფლიო სევდა ტანჯავდა შაჰ-აბასს, თითქმის მსოფლიოს დამპყრობს, რომელიც უზარმაზარი სიმდიდრისა და გავლენის გარდა იმითიც არი ცნობილი, რომ ჰარამხანაში 800 ცოლი ყავდა. მსოფლიო სევდა აწუხებდა ალექსანდრე მაკედონელს და ნაპოლეონს - ნახევარი მსოფლიოს მპყობლებს, ამბობენ, რომ იგივე აწუხებდა ნიკოლოზ ბარათაშვილს - გენიოს ქართველ პოეტს.

 

მეცნიერთა მტკიცებით, მსოფლიო სევდით შეპყრობილებს ტვინის თალამური (სიამოვნების შეგრძნების აღქმის ადგილი) მიდამოების  ნაკლებობის გამო სიამოვნების გრძნობა დაქვეითებული, ნორმაზე ნაკლები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურია მათ როგორც ფსიქიკაში, ასევე ცხოვრებაში, არ აკლიათ სიამოვნების არც მიზეზი და არც შესაძლებლობა, მაგრამ აკლიათ მისი „დასტური ტვინისგან“, ანუ სათანადო იმპულსებს „მისამართი დაკარგული“ აქვთ და ინფორმაცია არ მიაქვთ ადგილზე.

ასე რთულად და ამავე დროს - მარტივად არის საქმე.

ყველა ფერი არა ფერზე - ასე უწოდა ავტორმა საკუთარ გამოფენას. შეკითხვაზე, რატომ  არის მისი ნახატების გამოფენის ორგანიზატორი ფსიქიატრიის ინსტიტუტი, გელა ჯინჭარაძემ გულწრფელად, ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე, შემოქმედისთვის დამახასიათებელი გულწრფელობით მიპასუხა: მოზღვავებული აზრების გადმოცემა ნახატებს მივანდე. ის  არ მახარებს, რაც სხვას, მაგრამ მაწუხებს მეტი, ვიდრე სხვებს, ვგრძნობ, რომ ავად ვარ - სული მტკივა. ჩემი აზრით, ეს იმან გამოიწვია, რომ უფრო ახალგაზრდობაში, ცნობისმოყვარე ვიყავი, ძალიან ბევრს ვკითხულობდი, იმდენად ბევრი რამ გავიგე და შევიგრძენი, რომ ნელ-ნელა ცხოვრებამ სხვა ელფერი შეიძინა და სხვებისგან განსხვავებული გახდა. რაც თავი მახსოვს ვხატავ და ვამბობ სათქმელს, და არა მარტო ჩემსას, ბევრი სხვისასაც და სულის ტკივილს ეს მიმსუბუქებს.

სათქმელს კი მართლაც ამბობს და არც ისე ცუდად... საგამოფენო დარბაზის ბევრის მნახველი ექსპერტის აღფრთოვანება არც ისე იოლია, მაგრამ შეძლო გელა ჯინჭარაძემ, რადგან ნახატებით გასაგებად ესაუბრება არა მარტო მოკვდავთ სამყაროსაც.

ერთადერთი შეკითხვა საგამოფენო დარბაზის სტუმრებს:

რას გრძნობთ ამ ნახატების დათვალიერებისას?

დიანა ნოდია: ნახატებმა იმდენად ძლიერად იმოქმედა ჩემზე, რომ ჯერაც ვერ გამიცნობიერებია, რასთან გვაქვს საქმე. არა ერთი მხატვრის გამოფენას დავსწრებივარ, როგორც ცნობილის, ასევე დამწყების, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი არ ჯერდება იმ ცხოვრებას, რომელიც განგებამ არგუნა და სადღაც შორს იყურება, არაამქვეყნიურში გადადის და იქ დანახულ არაბუნებრივს ხატავს ბუნებრივად. მხატვრის ნიჭი ერთდროულად მაოცებს და მხიბლავს კიდეც. 

ნანუკა ჯორჯაძე: მეჩვენება, რომ ავტორი ებრძვის ერთფეროვნებას - როგორც საკუთარი სევდის მიზეზს. უსახურ ყოფას ჩვენგან განსხვავებით ნახატებით აფერადებს და განწყობილების გადმოცემას ფერადი კი არა, შავი ტუშით შესრულებული ნახატებიც ფერადად აღიქმება, არ გიკვირთ?

 

ამასობაში გელა ჯინჭარაძის სურათები საგამოფენო დარბაზის კედლებიდან თვალებით კი არა, სხეულით გიმზერენ და საკუთარ სულში გახედებენ და იწყებთ ფიქრს, რომ იპოვეთ, რასაც ეძებდით, ან არასდროს გიძებნიათ, რადგან მისი არსებობა არც იცოდით, და რამდენი რამეა ასეთი, მათ ესახებ რომ იცის მხატვარმა.

ცხოვრებაში ვეღარაფერი მაგრძნობინებსო აღტაცებას, ყველაფერი უსახურიაო და უსიცოცხლო, ახალ ცხოვრებას ველოდები, იქნებ, იქ ვიპოვო ის ფერადოვნება, ამ უსახურ ყოფაში რომ არ არის და ვერც იქნებაო. მეჩვენება, რომ ამას ცალყბად ამბობს „შემოქმედებითი წვით“ შეპყრობილი გელა ჯინჭარაძე, რომლის სახის გამომეტყველებაში აშკარად იკითხება, რომ დიდად ასიამოვნა პერსონალურმა გამოფენამ  საგამოფენო დარბაზ „ცხრაში“, რაც მაფიქრებინებს, რომ სულაც არ განელებია ამ ცხოვრებით ტკბობისა და სიამოვნების შეგრძნება, თუმცა, გასაგებია, რომ შემოქმედს არ აკმაყოფილებს მიღწეული, ეძებს მეტს და დარწმუნებული ვარ, რადგან სურს - იპოვის კიდეც, ორმოცს გადაცილებული მხატვრის ცხოვრება წინ არის.

 

ქეთევან ჩემია

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2588
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია