დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონებში საგრანტო პროექტები 100 000 ლარით დააფინანსდება
2013/08/16 13:42:38

2 აგვისტოს გამოცემული ბრძანების საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო რეგიონებისათვის იწყებს საგრანტო პროექტების დაფინანსებას. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა  და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა“ 100 000 ლარი გამოყო არასამთავრობო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვებენ. დაფინანსების ოდენობა 5 ათასი ლარით განისაზღვრება, თუმცა, შესაძლოა, საინტერესო და მასშტაბური პროექტის შემთხვევაში, მოხდეს მისი გაზრდა, შესაძლოა, მოხდეს უფრო დაბალბიუჯეტიანი პროექტების დაფინასებაც. დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია შეიძლება სრულად ნახოს fondi.gov.ge-ზე. ამ გვერდზე ვკითხულობთ: „კონკურსი ცხადდება მხოლოდ რეგიონული ორგანიზაციებისთვის. დედაქალაქში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს  კონკურსში მონაწილეობის საშუალება მხოლოდ რეგიონალურ ორგანიზაციებთან  ერთად  კოალიციური პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში შეეძლებათ. კონკურსის მთავარი იდეაა საქართველოს რეგიონების გააქტიურება და ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, მათი თავისუფალი დროის სწორად განაწილება და სამუშაო გამოცდილების მიღება. პირველ ეტაპზე მოხდება მხოლოდ იდეების მიღება. შემოსული წინადადებები განიხილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროში.  იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ იდეას მოიწონებს სამინისტროს სათათბირო, საინიციატივო ჯგუფს თუ ფიზიკურ პირს მიეცემა რეკომენდაცია, რომ ოფიციალურად დააფუძნოს ახალგაზრდული ორგანიზაცია, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი დაფინანსდება მესამე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.“

 14 აგვისტოს ჭიათურაში მოხდა აღნიშნული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.  ჭიათურაში მცხოვრები მირანდა გოგოლაძე, რომელიც ცდილობს ამ საგრანტო პროექტში აქტიურად ჩაერთოს, აცხადებს: „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ მესამე მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რაც გულისხმობს ერთი პროექტის 5000 ლარამდე დაფინანსებას, საინიციატივო ჯგუფი ვაპირებთ, დავწეროთ პროექტი, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველ ბავშვთა და მოზარდთა არაფორმალურ განათლებას ჭიათურის რაიონში, მოგეხსენებათ, ფონდს აქვს რამდენიმე პრიორიტეტი და ჩვენი პროექტი ეხმაურება ერთ-ერთს. რადგან ჭიათურაში სოციალური კუთხით პრობლემებია, ვფიქრობთ, ამ თემაზე დაწერილი პროექტი წარმატებებს მოიპოვებს, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ დასრულების შემდეგ, კვლავაც გაგრძელდეს უკვე სხვა ფორმით და თვითონ იმ ბავშვებისა და ახლაგაზრდების მიერ, რომელთათვისაც იწერება ეს პროექტი. “

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია