დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა უპირატესობა აქვს პარლამენტის შენობის „ოლიმპიკ არენად“ გადაკეთებას?
2013/07/27 07:30:13

ბოლო დროს აქტულურია კითხვა, რა ბედი ეწევა საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შემდეგ პარლამენტის შენობას? სხვადასხვა მოსაზრებების პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა იმერეთისა და ქუთაისის ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელის ვერსია, პარლამენტის შენობის მომავალ ფუნქციასთან დაკავშირებით. რევაზ რობაქიძის განცხადებით, მიზანშეწონილი იქნება, თუ პარლამენტის შენობა „ოლიმპიკ არენად“ გადაკეთდება, რის შემდეგაც ქუთაისს ექნება პერსექტივა ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელმა გაზეთ „p.s.“-ის და  psnews.ge-სთან არსებულ press-კლუბში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციას ცალკეულმა ადამიანებმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლას კმაყოფილებით შევხვდი და კარგი იქნება, თუ ქუთაისში დარჩება, მაგრამ პარლამენტის თბილისში დაბრუნება თუ გადაწყდა, კარგი იქნება, თუ შენობას ოლიმპიური თამაშებისათვის გამოვიყენებთ. ამის შესაძებლობა ნამდვილად აქვს შენობას, თავისი ადგილმდებარეობის და ფართობის გამო. ძირითადი დარბაზი  საასპარეზო დარბაზად გადაკეთდება, მთავარი შენობების  უკან არსებული შედარებით მცირე ზომის შენობები ევროპული სტანდარტის შესაბამის სასტუმრო კომპლექსად გადაკეთდება. მოეწყობა საჩოგბურთო კორტები და საფეხბურთო მოედნები,“-აღნიშნა რევაზ რობაქიძემ.

მისივე განცხადებით: „ოლიმპიკ არენაში“ გამართული საერთაშორისო და ეროვნული ჩემპიონატების ჩატარება უზრუნველყოფს შენობის მომსახურებაზე გასაწევი ხარჯების ანაზღაურებას, რადგან შენობაში კომუნალური მომსახურება  მუდმივად არ იქნება ჩართული და რაც მთავარია, არ იქნება  ბიუჯეტზე დამოკიდებული. რასაც ვერ შეძლებს საგანმანათლებლო ცენტრი, რაც ასევე პარლამენტის შენობის ერთ-ერთ სამომავლო ფუნქციად განიხილება.

რევაზ რობაქიძის ვერსიამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი თვლის, რომ პარლამენტის „ოლიმპიკ არენად“ გადაკეთება შესაძლებელია, ნაწილს კი პარლამენტის შენობა ოლიმპიური თამაშებისათვის არ ემეტემა. თუმცა, ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ხელისუფლება პარლამენტის ქუთაისში დარჩენა-არდარჩენასთან დაკავშირებით, ასევე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის ბოლოდან პარლამენტი თბილისშიც აქტიურად დაიწყებს მუშაობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2226
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია