დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატარა ქუთაისელი სპორტსმენის დიდი წარმატებები
2013/07/11 14:16:33

ქუთაისელი ზაურ ნუცუბიძე ჯერ 12 წლისაა და უკვე ითვლის კრივში მიღწეულ საკუთარ წარმატებებს. სპორტის ამ რთული სახეობით 10 წლის ასაკში დაინტერესდა. ამ ორი წლის განმავლობაში უკვე მოიგო პირველი ადგილი საქრთველოს მასშტაბით ჭიათურაში გამართულ ტურნირზე, საერთაშორისო ტურნირზე გორში მეორე ადგილი, ხოლო ახლახანს ქუთაისში პირველი ადგილი დაიკავა. ახალბედა სპორტსმენისთვის განსაკუთრებით საამაოა თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირში 38 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მოპოვება. ზაურ ნუცუბიძეს დიდი სურვილი აქვს, რომ წარმატებას სწორედ კრივში მიაღწიოს და საქართველომ და მსოფლიომ ამ სპორტით გაიცნოს.

ზაურ ნუცუბიძეს მნიშვნელოვან გამარჯვებებს უწინასწარმეტყველებს მისი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ანატოლი ცქიფურიშვილი. მისი განცხადებით, ზაურ ნუცუბიძე პერსპექტიული სპორტსმენია, რომელიც სწავლას და სპორტს კარგად უთავსებს ერთმანეთს.

ზაურ ნუცუბიძე ამჟამად ქუთაისის 36–ე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა.

ზაურის მწვრთნელს კრივის დარბაზში ვეწვიეთ და საქართველოში  სპორტის ამ სახეობის მდგომარეობაზეც ვესაუბრეთ.

ანატოლი ცქიფურიშვილი: „ივანე მარქაროვის კრივის დარბაზი 1979 წელს დაარსდა.  ქუთაისში კრივის პოპულარიზაცია სწორედ მის სახელს უკავშირდება. ეს ურთულესი სპორტია, 162 ქვეყანაშია განვითარებული და მათ შორის – საქართველოში. ჩვენ სკოლას ამჟამად 300-მდე მოსწავლე ჰყავს, მათ შორის ბევრი მედალოსანი. პრობლემები გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების დაფინინსების კუთხით. სპორტის სამინისტროს გამოყოფილი თანხა თითქმის მთლიანად დაიხარჯა. იმედია, ქუთაისის ბიუჯეტში მოიძებნება საჭირო თანხები და ჩემპიონატზე გამგზავრებას დაგვიფინანსებენ. სამწუხაროდ, წელს ბიუჯეტი 800 000 ლარიდან 250 000 ლარამდე შეგვიმცირეს, თუმცა გვპირდებიან, რომ მომავალ წელს საქართველოს მასშტაბით არსებული კრივის სკოლების საერთო ბიუჯეტს მილიონ ლარამდე გაგვიზრდიან,“ – განაცხადა ანატოლი ცქიფურიშვილმა.

ქუთაისის კრივის სკოლა ქუთაისის სპორტული აიპის დაქვემდებარებაშია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2261
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია