დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯომარდობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება
2013/06/26 12:20:39

26 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ჯომარდის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ჯომარდობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც ქართველებთან ერთად ეთნიკური აფხაზები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამინისტროს ცნობით, ჩემპიონატი ბორჯომში, ჩითახევის ჰესთან 12:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება.

აფხაზეთის ღია საერთაშორისო ჩემპიონატი აფხაზეთის ა/რ მთავრობის, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება.

ჩემპიონატის ჩატარების მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება, სპორტის შედარებით ახალი და ექსტრემალური სახეობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებს შორის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2101
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია