დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს კახი კალაძეს დიდი ფეხბურთიდან საზეიმოდ გააცილებენ
2013/05/31 10:15:53

დღეს, თბილისში, „დინამო არენაზე“ ფეხბურთიდან კახი კალაძის გამოსათხოვარი მატჩი გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების წარმომდგენია „საქართველოს ბანკი _ ექსპრესი“.

 შეხვედრას რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირები, მათ შორის, ენერგეტიკის მინისტრები დაესწრებიან. ერთმანეთს საფეხბურთო კლუბი "მილანი" და "კალაძის მეგობრების გუნდი" დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება გუნდების შემადგენლობებს, „მილანის“ მაისურით ითამაშებენ: ვალერიო ფიორი, სებასტიანო როსი, პაოლო მალდინი, ჯუზეპე პანკარო, დარიო სიმიჩი, ფლამინი, სერჟინიო, მასიმო ოდო, რუი კოშტა, ჯანლუკა ძამბროტა, როკე ჟუნიორი, კარბონე, ზვონიმირ ბობანი, მასიმო ამბროზინი, იბრაჰიმ ბაა, ფედერიკო ჯუნტი, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი, კრისტიან ვიერი, ალბერტო ჯილარდინო, „მილანის“ მთავარი მწვრთნელი იქნება კარლო ანჩელოტი.

რაც შეეხება კალაძის მეგობრების გუნდს, მისი მთავარი მწვრთნელები ალექსანდრე ჩივაძე და თურქული „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი იქნებიან. გუნდის შემადგენლობაში არიან: მეკარე ზვიად სტურუა; მცველები: კახი კალაძე, მალხაზ ასათიანი, მურთაზ შელია, ლევან კობიაშვილი, ფაბიო კანავარო (იტალია), ახრიკ ცვეიბა (რუსეთი); ნახევარმცველები: გიორგი ქინქლაძე, დავით მუჯირი, ლევან ცქიტიშვილი, უმით დავალა (თურქეთი), ანდრეი გუსინი (უკრაინა); თავდამსხმელები: გიორგი დემეტრაძე, შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, სერგეი რებროვი (უკრაინა), ჰაქან შუქური (თურქეთი).

კალაძის გამოსათხოვარი მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ 31 მაისს 20.30 საათზე დაიწყება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია