დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სპორტის მასწავლებლებს სემინარები ჩაუტარდებათ
2013/04/02 22:28:06

საქართველოს რამდენიმე ქალაქში საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებლებისათვის სემინარები ჩატარდება. მიღებული ცოდნა მათ გაკვეთილებზე ხელბურთის თამაშის გამარტივებული წესებით სწავლებაში დაეხმარებათ. სემინარს საერთაშორისო ექსპერტი ხელბურთში, პრაღის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანტიშეკ ტაბორსკი განახორციელებს. დღეს, ჩეხ ექსპერტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ და მომავალი სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

სემინარები ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის განვითარების პროგრამის “სასკოლო ხელბურთი” ფარგლებში ჩატარდება. პროექტი მიზნად ისახავს საჯარო სკოლების პედაგოგთა დახმარებას სწორად წარმართონ სპორტის გაკვეთილები და შეჯიბრებებში მონაწილეობის მოტივაციით, საფუძველი ჩაუყარონ სკოლის ხელბურთის გუნდების შექმნას, ხელი შეუწყონ ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. 

სემინარები ჩატარდება საქართველოს სამ ქალაქში: ქუთაისი (3-5 აპრილი), ყვარელი (7-9 აპრილი) და თბილისი (10-12 აპრილი). მონაწილე პედაგოგებს ჩაუტარდებათ როგორც თეორიული ასევე, პრაქტიკული კურსი. სემინარის ბოლოს ტესტირება ჩატარდება, რომლის შედეგების მიხედვით მათ სერტიფიკატები გადაეცემათ.

ხელბურთი, როგორც ოლიმპიური გუნდური თამაში, მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული სახეობა. მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან საქართველოში ხელბურთის დიდი ტრადიციები არსებობს. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია აქტიურადაა ჩაბმული ევროპისა და საერთაშორისო ფედერაციების განვითარების პროგრამებში, რომელთა მიზანია ხელბურთის, როგორც სათამაშო სპორტის სახეობის დანერგვა და მისი პოპულარიზაცია. დღეისათვის ჩვენი ქვეყნის მრავალ საჯარო სკოლაში ხელბურთი სპორტის გაკვეთილის ძირითადი საგანია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2000
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია