დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკოსები უკრაინის წინაღმდეგ
2012/05/07 11:58:55

პოლიტიკური დაძაბულობის გამო, უკრაინაში დაგეგმილ   „ევრო  2012-ს“ საფრთხე ემუქრება. დნეპროპეტროვსკში მომხდარი ტერაქტების სერიების და ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს ცემის გამო ატეხილი სკანდალი, შესაძლოა უკრაინას ძვირი დაუჯდეს.

ევროპის ჩემპიონატში მონაწილე ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებმა არაერთხელ გააჟღერეს სიტყვა „ბოიკოტი“, თუმცა სპორტულ ბოიკოტზე საუბარი უმალ ჩაქრა, მაგრამ პოლიტიკურმა ბოიკოტმა უკვე სერიოზული სახე მიიღო.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით: „ფიქრობს იმაზე, რომ თავის მინისტრებს ევროპის ჩემპიონატის დროს უკრაინაში წასვლისაგან თავის შეკავება ურჩიოს.“ პირველი, ვინც უკრაინაში გამგზავრებისაგან თავი შეიკავა, გერმანიის პრეზიდენტი იოხიმ გაუკია, რომელიც უკრაინაში მაისის შუა რიცხვებში უნდა ჩასულიყო.
გერმანიის პრეზიდენტს ჩეხმა, სლოვენიელმა, ავსტრალიელმა  და იტალიელმა კოლეგებმა აუბეს მხარი. ისინი იულია ტიმოშენკოსადმი სასტიკი მოპყრობის გამო უცხადებენ ბოიკოტს. ექსპერტების დიდ ნაწილს გერმანელი პოლიტიკოსების აქტიურობა იმის ნიშნად მიაჩნია, რომ გერმანიას სურს „ევრო 2012“-ი მათ ქვეყანაში ჩატარდეს, რომელსაც პოლონეთთან ერთად საუკეთესო შანსი აქვს უმასპინძლოს ჩემპიონატს.
გერმანელი პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინისთვის ბოიკოტს უჭერენ მხარს, აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი არის, უკრაინის ხელისუფლებამ პატივი სცეს კანონს და არა ის, რომ გერმანიამ გადმოიბიროს აღნიშნული სპორტული ღონისძიება. ისინი უეფას-ს მოუწოდებენ კიდევაც - უკრაინაში დაგეგმილი მატჩები ავსტრიაში ან გერმანიაში გადაიტანონ, რითაც ოფიციალური კიევი წნეხის ქვეშ მოექცევა.
 ბუნდესტაგის დეპუტატებისგან განსხვავებით, ამავე  ქვეყნის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტს ვოლფგანგ ნირსბახს განსხვავებული პოზიცია აქვს: „უკრაინელმა ხალხმა ევროპის ჩემპიონატი დაიმსახურა და მე სპორტული ბოიკოტის წინააღმდეგი ვარ. მთავარი მიზანი ის არის, რომ უკრაინაში ადამინის უფლებებს პატივი სცენ და არა ის, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდეს.“
უკრაინის  ხელისუფლება   გერმანიას   „ცივი ომის“ მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს და მოუწოდებს ანგელა მერკელს, შეეშვას სპორტული ღონისძიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

ცნობილმა უკრაინელმა მოკრივემ ვიტალი კლიჩკომ უეფა-ს ხემძღვანელობას სთხოვა, „ევრო 2012“-ის გადატანაზე ერთი წამითაც არ იფიქრონ. „უკრაინელმა ხალხმა ევროპის ჩემპიონატიდან მოკვეთა არ დაიმსახურა.ეს უკრაინელთა საერთაშორისო იზოლირებას გამოიწვევს და, ვფიქრობ, ეს არავის უნდა.“ - განაცხადა კლიჩკომ.
 გერმანული კლუბის „ბაიერნი“-ს პრეზიდენტი ული ჰიონესი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს მოუწოდებს, იულია ტიმოშენკოზე ზეწოლის გამო მას მხარდაჭერა გამოუცხადონ, მაგრამ მატჩების სხვაგან გადატანის მომხრე არ არის.
უკრაინაში ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა „ევრო 2012“-ს სკანდალის ელფერი შესძინა, რითაც, შესაძლოა, სპორტული სილამაზე დაეკარგოს. იმისათვის, რომ ეს, ასე არ მოხდეს, იანუკოვიჩის ხელისუფლებას მოუწევს, ქვეყანაში უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წლევანდელი ჩემპიონატი ყველაზე პოლიტიკურ სახეს მიიღებს, რითაც ფეხბურთის გულშემატკივრები დაზარალდებიან.

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1852
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია