დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისქალაქობა სპორტული ღონისძიებებითაც აღინიშნა
2012/05/02 18:05:08

ძირითად საასპარეზო ადგილად ბულვარი იქცა, სადაც სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი გაიმართა. პატარა კარატისტებმა მაყურებელს საჩვენებელი ილეთები უჩვენეს. „საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციამ“ კი მძლეოსნობაში ჩაატარა ქუთაისის ჩემპიონატი. ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მძლეოსნობის მიმართ საზოგადოების დაინტერესება არის. მძლეოსნების ტურნირს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარიაც ესწრებოდნენ.

ოლიმპიელთა სკვერში კი სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკეები ისხდნენ საჭადრაკო დაფებთან...

2 მაისს მონარდეებსაც მიეცათ თავიანთი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა. ხიდებზე შეკრებილი საზოგადოება კი მღვრიე რიონთან შერკინებულ მოჯომარდეებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს.
მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია