დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთი ნაბიჯი და... ევროპის ჩემპიონატზე!
2012/04/02 15:22:23

17 წლამდე ასაკის ქართველმა ფეხბურთელებმა, შესაძლოა, ისტორიაში ოქროს ასოები ჩაწერონ.

 

28 მარტს გამართულ 17 წლამდე ასაკის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდზე, რომელიც საქართველოში იმართება, ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს ინგლისელ თანატოლებთან დაპირისპირებისას.

მატჩის მთავარმა არბიტრმა თამაშს ხუთი წუთი დაამატა (შეგახსენებთ, რომ 17 წლამდელები 80 წუთი თამაშობენ) და ქართველმა ქომაგმა გოლი იხილა, გოლი, რომელიც ისტორიული გამოდგა. 84-ე წუთზე პაპუნაშვილმა სამკუთხედი გაითამაშა საჯარიმოს წინ და საჯარიმოში შესულს მეკარისათვის გოლის გატანა არ გასჭირვებია. ტაბლოზე 1:0 დააფიქსირა.

ამ ისტორიულმა გოლმა ქართველები ფინალურ ეტაპამდე მიაახლოვა, რომელიც 4-16 მაისს სლოვენიაში გაიმართება.

მომდევნო შეხვედრას 17 წლამდელები 31 მარტს, 14 საათზე, უკრაინელებთან გამართავენ.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1895
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია