დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველმა მორაგბეებმა ბრიტანელები დაამარცხეს
2012/04/02 15:21:13

საქართველოს „ა“ ნაკრებმა ბრიტანული თემი აალაპარაკა. ამის მიზეზი მათ მართლაც აქვთ, რადგან ქართველმა მორაგბეებმა 27 მარტს ბრიტანულ ტურნეში უკვე მეორე შეხვედრა იზეიმეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს    „ა“ ნაკრებმა ტურნირის პირველი მატჩი ინგლისის პრემიერშიპში მოასპარეზე  „ეშერთან“ გამართა და 25:8 გაიმარჯვა.

 

ჩვენი ნაკრების მეორე მეტოქე უელსის კლუბების ნაკრები იყო, რომელიც, „ეშერისაგან“ განსხვავებით, უფრო ძლიერია, თუმცა ჩვენმა მორაგბეებმა მათაც სძლიეს და საბოლოო ანგარიში 36:32 დააფიქსირეს ტაბლოზე. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ბორჯღალოსნებმა  მეტოქის  ჩათვლის წერტილი ხუთჯერ აიღეს, მაშინ, როდესაც ბრიტანელებმა მხოლოდ ორჯერ მოახერხეს ჩვენებურებისათვის ლელოს დადება.

პირველი ტაიმის 25-ე წუთისათვის ჩვენმა მორაგბეებმა ორი ლელოს გატანა მოახერხეს და 14:12-ს იგებდნენ. ლელოები პირველხაზელმა შალვა მამუკაშვილმა და მეორეხაზელმა დავით ჩიტიძემ მიითვალეს. ორივეჯერ ფულბეკმა საბა ნიკოლავამ გარდასახა.

სამწუხაროდ, ქართველი მორაგბეები ხშირად ჯარიმდებოდნენ. მასპინძლებმა 28-ე წუთზე  მეხუთე საჯარიმო გაგვიტანეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 15:14.

პირველი ნახევრის ათ წუთში კაცნაკლულმა მოგვიწია თამაში. ჩხუბისათვის მოედნიდან ათი წუთით პირველხაზელი გიორგი მენაბდიშვილი გააძევეს. რიცხობრივი უპირატესობით უელსელებმა ისარგებლეს და ლელო გაგვიტანეს. მათ არც გარდასახვა გასჭირვებიათ  22:14.

ტაიმის მიწურულს ჩვენმა მორაგბეებმა მაინც სძლიეს და უელსის კლუბების ნაკრები, მეცხრე ნომერმა, გიორგი კაჭარავამ მესამედ დაალელოვა, ნიკოლავამ ესეც გარდასახა - 21:22. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ უელსელებმა მალევე კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანეს და ანგარიშში ოთხი ქულით დაწინაურდნენ - 25:21.

ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობას მთლიანად საქართველოს „ა“  ნაკრები დაეუფლა და ზედიზედ ორი ლელოს გატანა შეძლო. თავი შუამარბმა ირაკლი ჩხიკვიძემ და შეცვლაზე შესულმა მეორეხაზელმა ჯაბა კიკვიძემ გამოიჩინეს. ნიკოლავამ მხოლოდ ერთი გარდასახა - 33:25.

მატჩს დასრულებამდე ექვსი წუთი აკლდა, როცა უელსელებმა მეორე ლელო გაგვიტანეს და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს - 32:33. ორიოდე წუთში კი ნიკოლავამ საჯარიმო გაიტანა და საბოლოო ანგარიში  დააფიქსირა 36:32.

შეგახსენებთ, რომ გუნდთან  ერთად ტურნეში იმყოფებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელები მილტონ ჰეიგი, კრის გიბსი და ტონი ბარჯესი.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს „ა“  ნაკრები 31 მარტს ჩრდილოეთ უელსის ნაკრებთან გამართავს.

ქართული რაგბი ნელ-ნელა ფეხს იკიდებს  საერთაშორისო ასპარეზზე  და ამის „მიზეზი“ ის არის, რომ ჩვენი მორაგბეები უკვე ტოლს არ უდებენ „ბობოლა“ ქვეყნებს, რომლებსაც დიდი ტრადიციები აქვთ რაგბის ისტორიაში.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია