დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ტორპედოს“ სტადიონი დიდების მოლოდინში
2010/02/01 12:35:04

ქუთაისს მალე ევროსტანდარტებზე გათვლილი „ტორპედოს“ სტადიონი ექნება. თუმცა ამას გასული წლის ბოლოს პრეზიდენტმა თავად ჩაუყარა საფუძველი...

 

ყველაფერს კი იმ მამა-შვილს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებიც ქუთაისიდან ბათუმში ჩოგბურთის კორტებზე სათამაშოდ დადიოდნენ. ისინი სწორედ იმ კორტების ხშირი სტუმრები აღმოჩნდნენ, სადაც თავად პრეზიდენტი თამაშობდა. მიხეილ სააკაშვილმა დღემდე უცნობი მამა-შვილიდან გაიგო, ქუთაისში საჩოგბურთო კორტები რომ არ იყო. ამიტომაც დეკემბრის თვეში ქალაქში სტუმრობისას დიდი დრო დაჰყო „ტორპედოს“ სტადიონზე.

რამდენიმე დღის წინ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და იმერეთის მხარის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ამის შესახებ ოფიციალურად 28 იანვარს განაცხადეს. ამავე დღეს მოხდა სტადიონის ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟი, რომელიც უახლესი სტანდარტებით აშენდება. ეს პროექტის პირველი ეტაპია, რომელიც მაისის თვეში დასრულდება. მაისამდე ტრიბუნების გადახურვა, ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, სტადიონის განათების მოწესრიგება და ახალი ტაბლოს დადგმაც იგეგმება. 22 000 მაყურებელზე დათვლილი სტადიონი რეაბილიტაციის შემდეგ, მხოლოდ 15 000 მაყურებელს დაიტევს, რადგან ინდივიდუალური სკამების დამონტაჟების შემდეგ ფართი შემცირდება.

მეორე ეტაპზე კი მინდვრის საფარი სრულად შეიცვლება და სარბენი ბილიკი გაკეთდება. სტადიონი სამვარსკვლავიანი იქნება და ფიფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

სტადიონის სარეაბილიტაციოდ 3 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება. ეს ის თანხაა, რომელიც თავად პრეზიდენტმა სავარაუდოდ დაასახელა, ხოლო რა დაუჯდება სახელმწიფოს „ტორპედოს“ სტადიონის რეაბილიტაცია, კონკრეტული თანხა დღეს ოფიციალურად არ სახელდება. როგორც ამბობენ, სტადიონის სარეაბილიტაციოდ იმდენივე თანხა დაიხარჯება, რამდენიც საჭირო იქნება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე მალე ტენდერი გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობას 6 კომპანია მიიღებს.

მხარის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია იმედოვნებს, რომ  „ქუთაისი ევროსტანდარტების სტადიონსაც შეიძენს და „ტორპედო“ ძველ დიდებასაც დაიბრუნებს.“

სტადიონის პარალელურად, სავარაუდოდ, საჩოგბურთო კორტებიც გაკეთდება და საცურაო აუზიც აღდგება. ამის პირობა ბათუმის კორტებზე მოთამაშე ქუთაისელ მამა-შვილს თავად პრეზიდენტმა მისცა. საცურაო აუზი კი ამ სპორტული კომპლექსის შემადგენელი ნაწილი იქნება.

თუმცა დღეს საჩოგბურთო კორტების და საცურაო აუზის მშენებლობა დროის უსასრულობაშია გადასული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია