საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მხარდაჭერა ქართულ ჯარს
2009/07/29 17:26:23

30 ივლისს ქუთაისის თვითმმართველობის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მიერ პროექტის –  „ახალგაზრდული საზოგადოების მხარდაჭერა ქართულ ჯარს“ – ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც დიდების მემორიალის ნაწილში ძეგლის ოფიციალური პატივგებით დაიწყება. აქვე მერია 17 გამორჩეულ ჯარისკაცს ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვებს.

ძეგლის პატივგების შემდეგ საჯარისო ნაწილში აფხაზეთისა და ცხინვალის მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენა, შემდეგ კი – ახალგაზრდული დასის სპექტაკლის „გზაჯვარედინი“ – წარმოდგენაც მოეწყობა.

დღე სპორტული შეჯიბრებით დასრულდება. ჯარისკაცები მკლავჭიდსა და გირების აზიდვაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია