საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ყველაზე პერსპექტიული გუნდი
2009/07/27 18:35:23

ომარ მერაბიშვილის ხსოვნის ტურნირზე ქართულ ჭიდაობაში ქუთაისის ნაკრებმა  ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდის ტიტული მოიპოვა. ტურნირი კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში ჩატარდა. მასში საქართველოს ცხრა რეგიონიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ქუთაისიდან ტურნირში  ომარ მერაბიშვილის გაზრდილი საქართველოს ნაკრების შვიდი მონაწილე გამოდიოდა: ლევან ჩუბინიძე, ოთარ სულაშვილი, შოთა ლევიძე, გოჩა ლომთაძე, იასონ ნემსაძე, მალხაზ ნიჟარაძე, გიგა გუბელაძე. გუნდის მწვრთნელი კი გიგა მელიქიშვილი იყო.  ქუთაისის ნაკრები ნახევარფინალში დამარცხდა და გუნდურ შეხვედრებში მეოთხე ადგილზე გავიდა, სამაგიეროდ, ყველაზე პერსპექტიული გუნდის სახელი მოიპოვა.

ტურნირს ორგანიზება საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ქართული ჭიდაობის ფედერაციამ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტმა გაუწია.

ტურნირს საპატიო სტუმრის სტატუსით ომარ მერაბიშვილის ვაჟი, მწვრთნელი მერაბ მერაბიშვილიც ესწრებოდა.

(სურათზე: ომარ მერაბიშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი აკაკი კიბორძალიძე)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია