დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
18 აგვისტოს ელისაბედ წერეთლის ნეშტს საჩხერეში გადმოასვენებენ
2013/08/12 19:16:19

psnews.ge არც ისე დიდი ხნის წერდა ერთ-ერთი გამორჩეული საჩხერელი არისტოკრატის, ელისაბედ წერეთლის, შესახებ. ელისაბედის თაოსნობით საჩხერეს მიეცა ურბანული სახე, რადგან მის სახელს უკავშირდება საჩხერეში რკინიგზის გაყვანა, სკოლის დაარსება, ყვირილაზე ხიდის გადება...  ელისაბედს სიცოცხლის ბოლოს თბილისში მოუწია ცხოვრებამ, სადაც დაკრძალესკიდეც. საზოგადოების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ ელისაბედ წერეთელი საჩხერეში გადმოესვენებინათ.  მუზეუმი ,,საწერეთლო“ ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს:

,,ძვირფასო საჩხერლებო!

2013 წლის 18 აგვისტო ისტორიული მნიშვნელობის ღირსსახსოვარ მოვლენად ჩაიწერება საჩხერის მუნიციპალიტეტის მატეანეში! ამ დღეს მშობლიური საწერეთლოს მიწას დაუბრუნდება ლეგენდადქცეული საჩხერელი ქალბატონის, თავისი დროის სწორუპოვარი ქველმოქმედის, ელისაბედ წერეთლის ნეშტი.

საჩხერის სამხარეთმცოდნეო-ეთნოგრაფიული მუზეუმი ,,საწერეთლო"-სა და საჩხერის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარის დეკანოზ დავითის (კაციტაძე) იდეა თბილისიდან ნეშტის ჩამოსვენებისა და წმინდა ნინოს ეკლესიის სასაფლაოზე დამარხვისა ხორციელდება საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით.
ქართველი ქალის ერთგვარი სიმბოლოს, სილამაზისა და სიკეთის ლეგენდის, ელისაბედ წერეთლის სული ამიერიდან საჩხერეში დაიდებს ბინას და აქედან განეფინება სრულიად საქართველოს.

მერწმუნეთ, ამას უდიდესი აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს მომავალი თაობებისათვის.
ამიტომაც გთხოვთ, მობრძანდეთ 18 აგვისტოს, კვირას, 12 საათზე წმინდა ნინოს ეკლესიაში ნეშტის დაკრძალვის ცერემონიალზე.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია