საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ანა ფრანკის“ გამოფენა ქუთაისში
2013/07/30 16:27:03

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში დღეს ორი გამოფენა გაიხსნა - წერა-კითხვა ანა ფრანკთან ერთად“ და „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია“. გამოფენა ოფიციალურად საქართველოს გაეროს ასოციაცია და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მეშვეობით გაიხსნა.

გამოფენები განკუთვნილია 10-15 წლამდე მოზარდებისთვის. გამოფენა ქუთაისში 8 აგვისტომდე დარჩება. 

საგანმანათლებლო პროექტი „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია“ ხორციელდება საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის, ანა ფრანკის სახლის და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. გამარჯვებული ნაშრომის ორი ავტორი ანა ფრანკის სახლ-მუზეუმს მოინახულებს ამსტერდამში.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდების გათვითცნობიერება ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ადამიანის უფლებები, მრავალფეროვნება და დისკრიმინაცია. პროექტის ფარგლებში ჰოლანდიურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა „ანა ფრანკის დღიური“, რომელიც რიგდება საქართველოს 10 ქალაქის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში, ამავე ქალაქებში ეწყობა „ანა ფრანკის სახლი ამსტერდამიდან“ ქართულენოვანი მოძრავი გამოფენა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია