დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცირა ყურაშვილმა მკითხველს „სამოთხის სარკმელი“ გაუღო...
2013/07/24 13:07:55

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში  პოეტ ცირა ყურაშვილის ახალი წიგნის  წარდგენა მოეწყო. „სამოთხის სარკმელი“ – ასე ჰქვია  ლექსების კრებულს, რომელიც „საუნჯემ“ გამოსცა. „რაბი“, „მამალი“(„პეტრე“), „მამა“, „ჰო, დედაჩემო“, „მარი“, „სიმინდის ფშვნა აივანზე“ და კრებულის სხვა საუკეთესო ლექსები თავად ავტორმა წაუკითხა  აუდიტორიას.

„ცირა ყურაშვილის შემოქმედება კარგა ხანია ლიტერატურის მოყვრულთა თუ პროფესიონალ შემფასებელთა ინტერესს იმსახურებს. ცირა ძალზე საინტერესო ადამიანია, მდიდარი სულიერი სამყაროთი, მაღალი ადამიანური ფასეულობების მატარებელი, მებრძოლი მოქალაქე, რომელსაც შესწევს ძალა  და უნარი,  ამ რთულ, დაუცველ, რუტინულ ყოფაში, შეძლოს და არა მხოლოდ საკუთარ თავში გადაარჩინოს პოეტი, შემოქმედი, მეზღაპრე, არამედ სხვა ადამიანებში, მოყვასში აღძრას უმთავრესი ღირებულებებისადმი უღალატობის  მოსაფრთხილებელი დამოკიდებულებები.  ის იმ საოცარი ქართული ოჯახის შვილია, რომელმაც ექვსი ბერ–მონაზონი აჩუქა ქართულ ეკლესიას, მათ შორის – კომანში მოწამეობრივად აღსრულებული მამა ანდრია ყურაშვილი.“ – წიგნის რედაქტორის მარიამ წიკლაურის ეს შეფასება სიტყვებით გამოსულთაგან  ბევრმა გაიზიარა. განსაკუთრებულად აღინიშნა ის ფაქტი, რომ ცირას ლექსების კრებულის სახით, რეგიონის საუკეთესო  ლიტერატურული პროდუქცია ჩაკეტილ წრეს გასცდა, დედაქალაქში გამოიცა და უკვე ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა.

კოლეგებმა, მეგობრებმა, ქუთაისის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა  გულთბილად მიულოცეს ავტორს ახალი წიგნი და იმედი გამოთქვეს, რომ  პოეტი და პროზაიკოსი, გამორჩეული ხელწერის მქონე შემოქმედი ცირა ყურაშვილი ბევრჯერ გაახარებს მის მკითხველს.

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია