დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლიტერატურული თეატრი „მთაში ავიდა“
2013/07/15 11:56:59

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, რომლის ხელმძღვანელია იზა ვეფხვაძე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მთების ძახილი“. იგი მიზნად ისახავს ქართველ მამულიშვილთა საღამოების გამართვას საქართველოს მთიან რეგიონებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  24-25 ივნისს თეატრმა  დუშეთსა და ფასანაურში გამართა გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი წარმოდგენა  „ამ მიწის ბედი ჩემი ბედია...“  მაყურებელზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა  იზა ვეფხვაძის საავტორო სპექტაკლმა, თავად ქალბატონი იზას არტისტიზმმა და საშემსრულებლო ოსტატობამ. . საღამოს შემდეგ ფასანაურის სკოლის დირექტორმა, პედაგოგიური კოლექტივის სახელით, და ადგილობრივმა მოსახლეობამ წერილი მისწერეს კულტურის მინისტრს. ისინი ითხოვენ, რომ რეგიონის მაყურებელს ლიტერატურული თეატრის  მომავალი სპექტაკლებიც უჩვენონ.

მაყურებლის თხოვნით, გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი სპექტაკლი შემოდგომაზე კვლავ გაიმართება დუშეთსა და ფასანაურში.

ამავე პროექტის ფარგლებში, 22-23 ივლისს სვანეთშიც იხილავენ ლიტერატურულ სპექტაკლებს, კერძოდ, 22 ივლისს, 18 საათზე, მესტიაში იქნება წარმოდგენილი მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი, იზა ვეფხვაძის საავტორო სპექტაკლი „საქართველოს შიშველი სატევარი“, 23 ივლისს კი სოფელ უშგულში, ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილი – „ჩვენი ოტია“ .

აღსანიშნავია, რომ პროექტით გათვალისწინებულია და რეგიონებში სპექტაკლებში მონაწილეობენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებიც.

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი უკვე 19 წლისაა. რეპერტუარში აქვს 45 ლიტერატურული სპექტაკლი და  300-ზე მეტჯერ აქვს ნაჩვენები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობია კულტურის ცნობილი მოღვაწე იზა ვეფხვაძე, თეატრს ჰყავს მუსიკალური გამფორმებელი -  დალი მერაბიშვილი და ტექნიკური მენეჯერი - ივანე ჭიპაშვილი.

 

ქეთი ჩხეტიანი

ფოტოზე: დუშეთის თეატრი, გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი სპექტაკლი „ამ მიწის ბედი ჩემი ბედია...“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1914
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია